შარდენზე, სიონის ქუჩაზე, გაიმართა ღვინის ფესტივალი. ზეიმი, სადაც ტურისტებისთვის და ადგილობრივი სტუმრებისთვის დაიგეგმა სხვადასხვა გასართობი სანახაობები. ჩატარდა თანამედროვე მუსიკოსების და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. მოეწყო ღვინის, ჩირის, ყველის, ქართული აქსესუარების გამოფენა გაყიდვა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მხიარული და შემეცნებითი აქტივობები.
ვმუშაობდით სამი კამერით, საიდანაც, ერთი იყო დრონი, ასევე სტატიკური და მოძრავი კამერა. პირდაპირ ეთერში ვუშვებდით კადრებს დრონიდან, როგორც ფესტივალის, ასევე თბილისის ლამაზი ხედებით. სტატიკური კამერა მუშაობდა სცენის კადრებზე და ხალხზე. მოძრავი კამერა მუშაობდა მთლიან ტერიტორიაზე წამყვანთან ერთად.
ტრანსლაციის ბმული