საქართველოში პირველად ჩატარდა ევროპარლამენტის ასამბლეის პლენარული სესია. სხდომა გახსნეს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ და პრეზიდენტმა. განხილული იყო ენერგოუსაფრთხოების, გეოპოლიტიკური გამოწვევების, ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. სესია მიმდინარეობდა სამი დღის განმავლობაში. მიღებული იყო დაგეგმილი და საგანგებო რეზოლუციები. გაიმართა დებატები, წარდგენილი იყო მოხსენიებები.
ვმუშაობდით ოთხი სატელევიზიო კამერით. ვსტრიმავდით ორ სიგნალს: დარბაზის ხმით და სინქრონული თარგმანით. სრული ლაივი გადიოდა საქართველოს პარლამენტის ფბ გვერდზე, მოკლე ჩართვა გავიდა იმედის ტელეარხზე. ღონისძიების დასრულებისას, დამკვეთს მივაწოდეთ სრული ვიდეოჩანაწერი. ჩვენს მიერ გადაღებული კადრები გავიდა ქართული არხების საინფორმაციო გადაცემებში.