ჰაკატურის მიზანია, ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებით საქართველოში ტურიზმის განვითარება და დაინტერესებული ადამიანებისთვის ჩანაფიქრების რეალიზაციის პრაქტიკული შესაძლებლობის შექმნა. კონკურსი ჩატარდა GITA-ს და VRex Immersive Inc.-ს ორგანიზებით. კონკურსანტების ჯგუფებმა, წინასწარ დასმული ამოცანების პასუხად, შექმნეს ვიდეოები და ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან მოახდინეს ერთ-ერთის დემონსტრირება:
- ინოვაციური ბიზნეს მოდელის აღწერა და პრაქტიკული ექსპერიმენტი;
- მობილური აპლიკაცია ან მისი პროტოტიპი;
- ნებისმიერი სახის პროგრამული უზრუნველყოფა;
- მექანიკური მოწყობილობა ან მისი მოდელი;
- ახალი პროდუქტის პროტოტიპი ან ვიზუალური კონცეფცია;
- არსებული საქმიანობის ეფექტიანობის ახლებური გზით გაუმჯობესების კონცეფცია;
- ბიზნეს პროცესების შედეგად დაგროვებული მონაცემების გამოყენებით ბიზნესისთვის დამატებითი ღირებულების შექმნის მოდელი/კონცეფცია.
ტელეხიდის მეშვეობით გავაერთიანეთ ტექნოპარკი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონი. ძირითადი ჩართვა მიმდინარეობდა ტექნოპარკიდან, სადაც მუშაობდა ეთერის წამყვანი და ყავდა სტუმრები. ასევე ლაივის ეთერში ერთვებოდნენ მონაწილეები სხვადასხვა რეგიონებიდან. ჰქონდათ ორმხრივი კომუნიკაცია სტუდიასთან. პასუხობდნენ წამყვანის კითხვებს და აბარებდნენ ანგარიშს კონკურსის მსვლელობის შესახებ. ფინალურ სტადიაზე გაკეთდა მრავალკამერიანი შემაჯამებელი ეთერი ტექნოპარკიდან.