2016 წლიდან ვატარებდით სპორტულ ინტერნეტ ტრანსლაციებს. ვთანამშრომლობდით შემდეგ ორგანიზაციებთან: საქართველოს რაგბის კავშირი, BMW Club Georgia, კარატეს ფედერაცია, მჯდომარე ფრენბურთის ფედერაცია. სპორტული შეჯიბრები იმართებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და ყურება შესაძლებელი იყო როგორც საიტზე, ასევე სოც. ქსელში.
გაკეთდა დიდი10-ს ჩემპიონატის ორი სეზონის ლაივები, ასევე შვიდკაცა რაგბის რამოდენიმე ჩემპიონატის და ქვიშის რაგბის ტრანსლაციები. ძირითადათ ვმუშაობდით 2-3 კამერით, ასევე ვრთავდით კომენტატორს. ეთერში თავსდებოდა გრაფიკული ამონათებები: ანგარიში, ტიტრები, ლოგოები და ა.შ. #didi10 #7kaca #ქვიშისრაგბი
რბოლასთან მუშაობა დავიწყეთ ვიდეორეფერის დანერგვიდან. აღნიშნულმა ნოვაციამ გაზარდა ტურნირების სანდოობა მონაწილეების მხრიდან. შემდგომ ვიდეორეფერს დაემატა დრაგის და დრიფტის ჩემპიონატების ტრანსლაციები.
ეპიზოდურად კეთდებოდა კარატეს, მჯდომარე ფრენბურთის და ქართული ჭიდაობის სტრიმები.