2016 წელის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამ არჩევნების მიმდინარეობისას, საქართველოში პირველად, 360 გრადუსიანი, იგივე სფერული ლაივსტირმი განხორციელდა. გაშუქებაში მედიის დიდი ნაწილი იყო ჩართული, მაგრამ ჩვენი ჩართულობა სრულიად ახალ და ინოვაციურ მხარეს მოიცავდა. პროექტის განხორციელებაში ჩვენთან ერთად ჩართული იყო VRex immersive inc, რომლებიც საქართველოში პირველები არიან სფერულ გადაღებასა და მასში სიახლეების დანერგვაში.
ცესკოში ხმების დათვლის ოთახში დავამონტაჟეთ ამერიკული სტარტაპის Allie Home-ის კამერა, მოვაწყეთ კამერის სამუშაოდ საჭირო პირობები: ქსელი, ინტერნეტი, ა.შ. და ვუზრუნველყოფდით მის გამართულ მუშაობას 48 საათის განმავლობაში. სტრიმი გადიოდა ჩვენს Youtube არხზე. მაყურებელი ხედავდა 360 გრადუსიან სტრიმს და თავად შეეძლო ვიდეოს რაკურსის შეცვლა.