საერთაშორისო ფესტივალი DataFest Tbilisi თავს უყრის მონაცემებით დაინტერესებულ ადამიანებს სხვადასხვა სფეროებიდან: ჟურნალისტიკა, საბანკო, კომპიუტერული, სამედიცინო სფერო და ბევრი სხვა. ფესტივალის მიზანია, მონაცემთა მეცნიერების პოპულარიზაცია, დაინეტრესებული საზოგადოების გაფართოვება და მნიშვნელოვანი კავშირების დამყარება. მონაწილეობას იღებდნენ პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც უზიარებდნენ სტუმრებს თავის გამოცდილებას.
ძირითადი განხილული თემები იყო:
- მონაცემთა მეცნიერება და Ხელოვნური ინტელექტი
- ბიზნესი და სტარტაპები
- მონაცემთა ვიზუალიზაცია
- მონაცემთა აქტივიზმი და ღია მმართველობა
დარბაზში ვამუშავებდით ორ სატელევიზიო კამერას. ხმას ვიღებდით აუდიო სისტემიდან. ლოკაციიდან ვიდეო და აუდიო სიგნალს ვაწვდიდით საკომუნიკაციო პლათფორმას – Zoom. Led ეკრანზე ვაზიარებდით გამომსვლელების პრეზენტაციებს, ონლაინ პლათფორმიდან გამომსვლელებს და დარბაზიდან კადრებს. ყოველი დღის ბოლოს, დამკვეთს ვაწვდიდით HD ვიდეოჩანაწერებს.