cultural-routes

კულტურული მარშრუტების პროგრამა დაიწყო 1987 წელს. გასული 34 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იზრდება. დღეს, როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში, აერთიანებს 45 სერტიფიცირებულ მარშრუტს, 3000 ქსელის მონაწილეს 60 ქვეყნიდან. ხელს უწყობს კულტურთაშორისო ურთიერთგაგებას, დიალოგს, პარტნიორობის და თანამშრომლობის განვითარებას. კულტურილი მარშრუტები – იდეალური საშუალებაა კულტურული მემკვიდრეობის და კულტურული განვითარების ცნებების დაკავშირებისთვის, ადგილობრივი დასაქმების მხარდასაჭერად და ბუნებრივი და კულტურული რესურსების დასაცავად.

ლოკაციაზე ავაწყეთ სტუდია, სადაც კეთდებოდა ონლაინ კონფერენციის მოდერაცია. ადგილზე, რამოდენიმე ენაზე, მუშაობდნენ სინქრონული მთარგმნელები. ვახორციელებდით მაუწყებლობას Zoom პლათფორმაში, სადაც მონაწილეები ხედავდნენ სატელევიზიო ფორმატის ეთერს: დაბრენდილი ჩარჩო, ამონათებები, ტიტრები, პეზენტაციები, ასევე ვუზრუნველყოფდით 100-ზე მეტი ვიდეო რგოლის ჩვენებას. კონფერენცია ისტრიმებოდა ორ ენაზე, ინგლისურად და ქართულად, რამოდენიმე პლათფორმაზე: Facebook, Vimeo.

ტრანსლაციის ბმული: ინგლისური

ტრანსლაციის ბმული: ქართული