საფონდო თამაში

გადაცემაში განიხილება საფონდო და კრიპტო ბირჟაზე თამაში: აქციებით, ობლიგაციებით და კრიპტოვალუტებით. განვიხილავთ სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებს. ვიყენებთ ტექნიკური ანალიზის მეთოდებს, ვაკეთებთ პროგნოზებს. საფონდო თამაში ხორციელდება რეალური კაპიტალით, რომელიც გვაქვს მობილიზებული. საინფორმაციო-ანალიტიკური ვიდეო პოდკასტი ეხმარება ტრეიდერებს და ინვესტორებს სტრატეგიის ჩამოყალიბებაში.

განვიხილავთ ფინანსური ბაზრის ტენდენციებს, სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებს, ინდიკატორებს, ვაკეთებთ პროგნოზებს. გახსნილი გვაქვს რამოდენიმე სავაჭრო პლათფორმის კლიენტ ტერმინალები. კომპიუტერის მონიტორიდან ვაჩვენებთ როგორ ხდება ფასიანი ქაღალდების პორთფოლიოს შედგენა. ვაკეთებთ ტექნიკურ ანალიზს. გადაცემა გადის ლაივ ფორმატში ჩვენს ფბ გვერდზე, შესაძლებელია მაყურებელთან ინტერაქცია. #stockgames