ქვიშხეთში, კურორტ “მწერლებში”, გაიმართა კიბერ-უსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი IFCS2020. განხილული იყო აქტუალური საკითხები კიბერუსაფრთხოების დარგში: კიბერდანაშაული, სამართლეობრივი საკითხები, გამოწვევები ფინანსურ დარგში, სოც. მედიის რეგულირების პრაქტიკა, კიბერუსაფრთხოება განათლების დარგში და სხვა. ჩართულები იყვნენ სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ადგილზე მუშაობდა ერთი სატელევიზიო კამერა, ოპერატორით. დარბაზის ხმას ვიღებდით გახმოვანების პულტიდან. ლოკაციიდან ვიდეო და აუდიო სიგნალს ვაწვდიდით საკომუნიკაციო პლათფორმას – Webex, რომელიც გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით. გაერთიანებული ღონისძიების ლაივს ვსტრიმავდით საქართველოს უნივერსიტეტის ფბ გვერდზე.