„საქართველო დასავლეთისა და რუსეთის სამხედრო პრიზმაში“ – ყოველწლიური საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაა. კონფერეციის ფარგლებში განხილული იყო რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკვანძო საკითხები: ნატო-საქართველოს ურთიერთობები, რუსეთი და სამხრეთ კავკასია, შავი ზღვის უსაფრთხოების სამხედრო და პოლიტიკური ასპექტები. კონფერენცია ორიენტირებულია უსაფრთხოების ასპექტზე და განიხილავს საქართველოს თავდაცვის უნარიანობის საკითხებს.

საორგანიზაციო ჯგუფი მუშაობდა სასტუმროს ნომრებში. ადგილზე გავმართეთ სარეჟისორო პულტი. რამოდენიმე ნომერში მიმდინარეობდა სტუდენტების სიმულაციური თამაშები. ადგილზე ვამუშავებდით 2 კამერას. სიმულაციების ლაივს, ვიდეო გადაფარვებით, ვუშვებდით საკომუნიკაციო პლათფორმაში Zoom, სადაც ერთვებოდნენ პანელისტები. გაერთიანებული კონფერენციის ლაივი ისტრიმებოდა სოც. ქსელში და Youtube-ზე .