კომპანია ბაზარზე რამდენიმე წელიწადია რაც გამოჩნდა, მაგრამ მალევე მოახერხეს თავის დამკვიდრება, რადგან ბავშვებისთვის სასურველ საჩუქარს წარმოადგენს. დღეს “ქართული თემის” პროდუქცია ფართო ქსელში იყიდება, კომპანია დღითიდღე უფრო იზრდება და ფიქრობს როგორც ბაზარზე ცნობადობის ამაღლებაზე, ასევე ბავშვებისთვის გასართობ/შემეცნებით კონტენტის შექმნაზე, რომელსაც Youtube არხზე და ფბ-ზე ანთავსებენ.
დამკვეთის Youtube არხისთვის ვქმნით ვიდეო კონტენტს. გადაღება ტარდება როგორც სტუდიაში ასევე სხვადასხვა ლოკაციებზე. ზოგჯერ დამკვეთი გვაწვდის ვიდეომასალას, რომელსაც ვაუმჯობესებთ ანიმაციით, ფერთა კორექციით, საფონო მუსიკით და ა.შ. ვაქვეყნებთ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში. ვუტარებთ მარკეტინგულ კონსულტაციებს.