რა სარგებელი აქვს უნივერსიტეტისთვის ლაივსტრიმს

 

ბევრი უნივერსიტეტი საინტერესო და შემეცნებით ღონისძიებას გვთავაზობენ. ასეთი ღონისძიებები მრავალი სახისაა – ლექცია, კონფერენცია, კონკურსი, გამოფენა და ეხლა ემატება დისტანციური სწავლება.
საჯარო ლექციებზე, ხშირად, მოწვეული ლექტორები კითხულობენ საინტერესო თემატიკებზე ლექციებს. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანი და მასშტაბურია კონფერენციებიც. უამრავი საინტერესო თემის გარშემო, სხვადასხვა ტიპის კონკურსები და სხვა მსგავსი ღონისძიებები, რომლებსაც უნივერსიტეტები გარკვეული პერიოდულობით მართავენ.

 

ასეთი ტიპის ღონისძიებები, არამხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც ღონისძიებებზე წარმოდგენილი თემები აინტერესებს. საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს აღნიშნული ივენთების ონლაინ ტრანსლაცია და პირდაპირ ეთერში გაშუქება.
ონლაინ ტრანსლაცია, ადამიანს, ვინც ვერ მოახერხა მისთვის საინტერესო ლექციაზე დასწრება, აძლევს შესაძლებლობას, ონლაინ შეურთდეს ღონისძიების მსვლებობას და თავი იგრძნოს აუდიტორიის ნაწილად. პირდაპირ ეთერში ასეთი ღონისძიებების გაშვება, დამატებით, კონკრეტულ უნივერსიტეტბს ეხმარება საზოგოადოებაში აიმაღლონ ცნობადობა. აგრეთვე იზრდება დაინტერესებული მხარეების ჩართულობაც.

 

გარდა ღონისძიებებისა, ყველა უნივერსიტეტი ასევე ყოველდღიურად მიმართავს დისტანციური სწავლების მეთოდებს. ისინი აქტიურად არიან ჩართულები ონლაინ განათლების პოპულარიზაციასა და განვითარებაში. ასეთი ტიპის აქტივობებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის ვიდეო და აუდიო აპარატურა, რათა შეფერხების გარეშე ჩაიაროს პროცესმა. დისტანციური სწავლება, როგორც მსემენელებისთვის, ასევე ლექტორისთვისაც კომფორტული უნდა იყოს.
დისტანციური სწავლების გარდა, ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა უნივერსიტეტების მიერ დაგეგმილი ვებინარების გაშუქება აგრეთვე უმაღლესი ხარისხის ვიდეოსა და აუდიოთი.

 

უნივერსიტეტებში, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სტუდენტებისთვის, დამამთავრებელი დღეა (graduation day). ამ დღეს, არა მხოლოდ სტუდენტები, არამედ მათი ოჯახის წევრები, მეგობრები თუ ახლობლები, ყველანი ხალისით და ინტერესით ელიან.
ლაივ ტრანსლაციის საშუალებით, სტუდენტებისთვის დიპლომის გადაცემისა და სიტყვით გამოსვლის მიმდინარე რეჟიმში ყურება მათაც შეეძლებათ, ვინც ადგილზე ვერ შეძლო მისვლა. ასეთი ადამიანების რაოდენობა, ყველა სტუდენტს თუ გავითვალისწინებთ, ჯამში საკმაოდ ბევრია ხოლმე. ადგილზე ვერ გამოცხადების ყველას თავის მიზეზი გააჩნია და ამიტომ, როგორც წესი, ეს მათთვის უდიდესი კომფორტია. რაც შეეხება უშუალოდ სტუდენტებს, როდესაც იციან, რომ პირდაპირ ეთერში აშუქებენ თითქოს, მათთვის ეს დღე კიდევ უფრო საპასუხიმგებლო და მნიშვნელოვანი ხდება.

 

ჩვენი სერვისი

ჩვენთან თანამშრომლობით არა მხოლოდ ღონისძიების გაშუქებაა შესაძლებელი, არამედ ბევრი ახალი მრავალფეროვანი და ინოვაციური პროექტებისთვის საფუძველის ჩაყრაც, მათ შორის დისტანციური სწავლება. ჩვენთან ერთად თქვენს სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა ამ პროექტებში ჩართულობის. მათი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ასევე თანამშრომლობის გაგრძელებას და დასაქმების პერსპექტივაც შეგვიძლია შევთავაზოთ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ონლაინ ღია კარის დღე:

📲 Online ღია კარის დღე აბიტურიენტებისა და სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის

📢 თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ფაკულტეტების დეკანები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები 👉 მოსწავლეებს მათთვის საჭირო და საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან: 👇🔹 თსუ საგანმანათლებლო პროგრამები;🔹 თსუ საერთაშორისო ურთიერთობები;🔹 დაფინანსების შესაძლებლობები;🔹 კარიერული განვითარების შესაძლებლობები;🔹 სასწავლო რესურსები;🔹 კვლევა თსუ-ში;🔹 თსუ სტუდენტური საერთო საცხოვრებელი;🔹 კულტურული და სპორტული აქტივობები;🔹 სტუდენტური ცხოვრება;💬 მოსწავლეებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები. #გახდიპროფესიონალი#აირჩიეთსუ

Posted by თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University on პარასკევი, 05 ივნისი, 2020

ინოვაციური სტრიმინგ სტუდია Livetag გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ვიდეოს, ლაივ ტრანსლაციას და აუდიოს ყველაზე თანამედროვე ტექონოლოგიით. სატელევიზიო ხარისხის ვიდეოკამერებით, განათებითა და სუფთა ხმით. ასევე გთავაზობთ სინქრონულ თარგამნს, დრონს, ფოტოგადაღებასა და ყველაფერს, რაც საჭირო იქნება თქვენი ღონისძიების დაუვიწყარი კადრების შესაქმნელად.