სპორტული ლაივები ხელს უწყობენ ნებისმიერი სპორტის სახეობის, ჩემპიონატის პოპულარობას. ჩემპიონატი, რომლის ინტერნეტ ტრანსლიაციები პერიოდულად იდება, იწვევს გულშემატკივრების მზარდ ინტერესს და უქმნის სპორტსმენებს დამატებით მოტივაციას.

სტუდია livetag 2016 წლიდან ატარებს სპორტულ ინტერნეტ ტრანსლიაციებს. ვთანამშრომლობდით საქართველოს რაგბის კავშირთან, BMW Club Georgia-სთან, კარატეს ფედერაციასთან, ფრენბურთის ფედერაციასთან.

რაგბის ლაივები

სერიოზული გამოცდილება მივიღეთ რაგბის უმაღლესი ლიგის, დიდი10-ის, ორი სეზონის გაშუქების დროს. ტრანსლიაციები გადიოდა საიტზე devi.ge. რაგბის კავშირის ჩართულობით, საიტმა მალევე მოიპოვა პოპულარობა რაგბის გულშემატკივრებში. ლაივების ტრანსლიაციები მიმდინარეობდა როგორც თბილისის სტადიონებიდან, ასევე გორიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდანაც.

ასევე გავაშუქეთ შვიდკაცა რაგბის რამოდენიმე ჩემპიონატი, რომელიც არის ორდღიანი ღონისძიებები. შეჯიბრები ტარდებოდა ფოთში და ნაფარეულში.

ლაივების ტექნიკურად გამართვის გარდა, ეს იყო პოტენციურ სპონსორებთან ურთიერთობების აწყობის პირველი მცდელობები. აქ იყო პირველი როგორც შეცდომები ასევე მიღწეული წარმატებები.

 

 

ჩვენ დავრწმუნდით, რომ სპორტის ნებისმიერი სახეობის განვითარებისთვის, მუდმივი ტრანსლიაციები არის საუკეთესო საშუალება. გულშემატკივრების ინტერესი მატულობს, სპორტსმენები მეტად მოტივირებულები არიან. სპონსორებისთვის მეტად აქტუალური ხდება სარეკლამო განთავსება.

რბოლის ლაივები

პირველი ჩვენი სპორტული გამოცდილება იყო დაკავშირებული რბოლასთან. დავნერგეთ ვიდეო რეფერი დრიფტის და დრაგის ჩემპიონატებზე, რამაც გამოიწვია მეტი ნდობა მსაჯების მიმართ, გაიზარდა შეჯიბრებების პრესტიჟი.

შემდგომ დავამატეთ რბოლის ლაივ სტრიმები. ვთანამშრომლობდით BMW Club Georgia-სთან.

ღია ვართ თანამშრომლობისთვის სპორტულ ფედერაციებთან და გუნდებთან. ერთად განვავითაროთ სპორტი, შევქმნათ ნახვადი სპორტული ლაივები. იმედია მალე შევთავაზებთ გულშემატკივრებს ახალ ტრანსლიაციებს.