IFCS2022

IFCS-ის ფესტივალი, პირველად გაიმართა 2017 წელს და დღესდღეობით, ამ მიმართულებით, საქართველოში გახდა ყველაზე მასშტაბური. ერთ სივრცეში შეიკრიბნენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, აკადემიური წრე და ტექნიკური საზოგადოება. ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები არიან კიბერუსაფრთხოების საკითხებით და ფლობენ პრობლემების გადაჭრის გზებს. განხილული საკითხების შორის იყო:

  • არსებული გამოწვევები და საქართველო
  • კიბერუსაფრთხოება და სამართალი, კიბერდანაშაული და საერთაშორისო სამართალი
  • სოციალური მედიის რეგულირების საერთაშორისო პრაქტიკა
  • ბიზნესი და კიბერუსაფრთხოება

ვიდეოგადაღებას ვუზრუნველყოფდით ერთი სატელევიზიო კამერა, ოპერატორით. დარბაზის ხმას ვიღებდით გახმოვანების აუდიოსისტემიდან. დარბაზიდან ვიდეო და აუდიო სიგნალს ვაწვდიდით საკომუნიკაციო პლათფორმას – Zoom. პროექტორზე ვაზიარებდით გამომსვლელების პრეზენტაციებს და დისტანციურად ჩართულ გამომსვლელების გამოსახულებას. ღონისძიების ლაივს ვსტრიმავდით საქართველოს უნივერსიტეტის ფბ გვერდზე.

ტრანსლაციის ბმულები:

https://www.facebook.com/TheUniversityofGeorgia/videos/1637585456617513/

https://www.facebook.com/TheUniversityofGeorgia/videos/393166956060334/

კიბერუსაფრთხოების ფესტივალი