ჰაკათონის სარგებელზე ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, მასში მონაწილეობენ ახალგაზრდები რომლებსაც აქვთ ინოვაციური ხედვა თუ როგორ მოაგვარონ სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი პრობლემები, ან როგორ განავითარონ სხვადასხვა მიმართულება (ტურიზმი, უსაფრთხოება ა.შ)
ეს არის დიდი გამოცდილება ახალგაზრდებისთვის და ასევე შესაძლებლობა რომ შეხვდნენ რეალურ ინვესტორს და თავის იდეას ან პროტოტიპს ხორცი შეასხან, ქვეყნისა და კერძო კომპანიებისთვის კი არის შესაძლებლობა შეხვდნენ და გაეცნონ ისეთ იდეებს რომლებიც ხელს შეუწყობს რაიმე საკითხის განვითარებასა თუ პრობლემის მოგვარებას.
ასეთი ღონისძიების პირდაპირ ეთერში გაშუქება ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო არის მონაწილეებითვის, მათ ეძლევათ საშუალება, რომ ჩაატარონ თავიანთი პრეზენტაცია არამხოლოდ დამსწრე საზოგადოებისთვის, არამედ ინტერნეტ მაყურებლისთვის და უცხოურ პუბლიკაზეც გავიდეს, ასევე ჩანაწერის არსებობა კარგია მონაწილისთვის რათა შემდგომში გადახედოს და გაანალიზოს თავის პრეზენტაცია.

ჩვენი გუნდი მზად არის პროფესიონალურად გააშუქოს ჰაკათონი და ხელი შეუწყოს ეთერის გავრცელებას, ასევე, მონაწილეების მომზადებული პრეზენტაცია განათავსოს ლაივში და გრაფიკული ელემენტებით უფრო ეფექტური გახადოს მაყურებლისთვის.
ჰაკათონი ხშირად ერთროულად სხვადასხვა რეგიონში ტარდება, ჩვენ შეეგვიძლია სხვადასხვა ლოკაციებიდან ერთ ტრანსლაციაში მოვახვედროთ ყველა ლოკაცია და გავესაუბროთ ყველა რეგიონის წარმომადგენელს.