უკვე ხშირად ვხვდებით სხვადასხვა სახის ფესტივალებს, იქნება ეს გარე თუ შიდა ლოკაციაზე. მუსიკის, საჭმლის, სასმლის და კიდე სხვა მრავალი ფესტივალი.

ჩენთან ერთად ღონისძიება შეიძლება უფრო საინტერესო გახდეს, როგორც მონაწილეებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.

ხშირად ფესტივალს თან ახლავს სხვადასხვა კომპანიების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა. მონაწილეებს ჩვენ ვაძლევთ ფართო პუბლიკაზე გასვლის საშუალებას. ჟურნალისტი, ოპერატორთან ერთად, გადის ყველა მონაწილეს და ესაუბრება კომპანიის სიახლეებსა და პროდუქტის შესახებ.

მაყურებელს, რომელიც დაინტერესებულია ფესტივალით, მაგრამ არ ესწრება, ლამაზი კადრების და საინტერესო კონტენტის პირდაპირ ეთერში ნახვისას, უფრო დიდი სურვილი უჩნდება ადგილზე მოსვლის

⭕ LIVE ➤ ქართული ღვინის ფესტივალი

Posted by TV პალიტრანიუსი – TV PalitraNews on შაბათი, 12 ოქტომბერი, 2019

დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობენ მუსიკალური ფესიტვალები, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნაა და დასწრებაც.

ლამაზი კადრებით ფესტივალების გაშუქება ტრენდულია. ყავს ბევრი მაყურებელი, როგორც ლაივის დროს, ასევე შემდგომ ვიდეოჩანაწერსაც. სპონსორების დაინტერესებაც უფრო დიდია, რადგან ეთერში ხდება როგორ პროდუქტის წარდგენა, ასევე სხვადასხვა გრაფიკული ელემენტებით გაფორმება: ლოგოს ამონათება, გრაფიკა, სარეკლამო ჭრა.
შესაძლებელია, ფესტივალის მიმდინარეობისას, რომელიმე მარკეტინგული აქტივობის გაშვება ლაივში.

ჩვენ გვაქვს ფესტივალების გაშუქების გამოცდილება. სატელევიზიო კამერების გარდა, შეგვიძლია ლაივში დრონის, ტელეფონის, Go pro კამერის კადრის ჩასმა. ეს შესაძლებლობები ლაივს ხდის ლამაზს და ყურებადს.

ფესტივალის სტრიმის სურვილის შემთხვევაში ჩვენ თვითონაც ვერთვებით სპონსორის მოძიებაში