რა შესაძლებლობებს აძლევს ლაივსტრიმი გამოფენებს

 

გამოფენები მუდმივად იყო და რჩება შემეცნების, განტვირთვისა თუ უბრალოდ ესთეტიკური სიამოვნების მიღების საშუალებად. ისინი მრავალი სახის არსებობს. საქართველოში ყველაზე ხშირად ხელოვნების გამოფენები ტარდება, სადაც სხვადასხვა ნამუშევრებისა თუ ინსტალაციების ნახვა შეუძლიათ სტუმრებს. დღეს უკვე შესაძლებელია, რომ ადამიანებმა იხილონ გამოფენის ლაივ სტრიმინგი სოციალური ქსელის მეშვეობით. ეს ზრდის ღონისძიების დასწრებას და პოპულარობას.

 

გამოფენები შესაძლოა ერთი ან რამოდენიმე არტისტის კოლაბორაციისგან შემდგარი იყოს. ძირითადად, მსგავსი ღონისძიებები არა მხოლოდ ხელოვნების მოყვარულთათვის, არამედ ყველა დაინტერესებული ადამიანისთვისაა განკუთვნილი. ქალაქში პოპულარობით მხოლოდ არტ გამოფენები როდი სარგებლობს. ასევე არანაკლები სიხშირით ეწყობა, სხვადასხვა სახის პროდუქტის გამოფენა გაყიდვა, ეგრეთ წოდებული ბაზრები, ახალი პროდუქტის პრეზენტაციები და დეგუსტაცია. თბილისში დიდ და მასშტაბურ გამოფენებს ძირითადად Expo Georgia მასპინძლობს, თუმცა ბოლო დროს უფრო და უფრო მომრავლდა გალერეები და საგამოფენო სივრცეები. ასეთ სივრცეებში შედარებით მცირე, მაგრამ არანაკლებ საინტერესო გამოფენები ეწყობა ხოლმე. ძირითადად გამოფენებების სივრცეებში განაწილება გამოფენის თემატიკაზე, სივრცის მასშტაბურობაზე და ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული. უამრავ გამოფენას, როგორც უკვე ავღნიშნეთ, თან ახლავს გამოფენილი ნამუშევრების გაყიდვა. ასეთ ღონისძიებებში სხვადასხვა ბრენდები თუ არტისტები იღებენ მონაწილეობას და თავიანთ ნამუშევრებს ყიდიან. მსგავსი ტიპის გამოფენა-გაყიდვები შესაძლოა რაიმე ღონისძიებასაც ახლდეს თან, ან ცალკე, დამოუკიდებლად ფუნქციონირებდეს. ხშირად გამოფენა-გაყიდვები დიდ და მასშტაბურ ღონისძიებებთან ერთად ტარდება, როგორიცაა ფესტივალი, კონცერტი თუ სხვადასხვა სახის დღესასწაულები, რათა ეს ივენთი უფრო სასიამოვნო გახდეს დამსწრეთათვის.

Open Air-ის ფესტივალი ერთ-ერთია, იმ ფესტივალებს შორის, რომლებსაც ივენთის სივრცეზე სპეციალური ზონა აქვთ გამოყოფილი ასეთი აქტივობისთვის. მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ მოახდინოთ თავიანთი პროდუქციიის გამოფენა-გაყიდვა და პოპულარიზაცია. ბოლო წლებში, ასევე მრავალი სხვა ტიპის ღონისძიების ორგანიზატორები მიმართავენ მსგავს მეთოდს და მცირე სივრცეს სტარტაპებსა თუ არტისტებს უთმობენ. უკვე საკმაოდ პუპულარულია ასეთი აქტივობები საზოგადოებაში და ხალხის სიყვარულითაც სარგებლობს. ყოვეთლვის თვალშისაცემია ასეთ სივრცეებში ინტერესით და აუჩქარებლად მოსეირნე ადამიანები. სხვადასხვა სახის გამოფენების ლაივები, არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა დანარჩენი ტიპის ღონისძიებების ლაივებზე. ლაივ სტრიმინგი გამოფენის ორგანიზატორებსა და არტისტებს აძლევს საშუალებას მოიზიდონ პოტენციური პარტნიორები და სხვა დაინტერესებული პირები, მოიპოვონ მეტი ინტერესი და ყურადღება ხალხში. ასეთი ღონისძიებების ლაივ სტრიმინგი ცნობადობას ზრდის საზოგადოებაში ამა თუ იმ პროდუქტის, კომპანიის თუ დამოუკიდებელი არტისტის შესახებ.

 

ჩვენ გთავაზობთ:

 

გამოფენის მაღალი ხარისხის ლაივს. წამყვანი ეთერში, სხვადასხვა საინტერესო კადრები, აქტივობების ჩვენება, ეთერის გრაფიკულად გაფორმება. დამატებითად ლშესაძლებელია პროდუქციისა თუ ნამუშევრების შესახებ სიუჟეტის და ფოტო რეპორტაჟის მომზადება.

 

დაგვიკავშირდით და ერთად შევქმნათ თქვენი გამოფენის ესთეტიკური და დაუვიწყარი კადრები.


Startup Market Expo Day 1

IMedia HUB IHUB Tbilisi გთავაზობთ პირდაპირ ჩართვას Startup Market EXPO-დან! დღე მეორე – LIVE

Posted by Livetag on შაბათი, 17 დეკემბერი, 2016