2015 წლიდან ვატარებთ სპორტულ ინტერნეტ ტრანსლიაციებს. ვთანამშრომლობდით საქართველოს რაგბის კავშირთან, BMW Club Georgia-სთან, კარატეს ფედერაციასთან, ფრენბურთის ფედერაციასთან.

 

Didi 10, 7s

 

პირველი სერიოზული გამოცდილება მივიღეთ რაგბის უმაღლესი ლიგის, დიდი10-ის, ორი სეზონის გაშუქების დროს. ტრანსლიაციები გადიოდა საიტზე devi.ge. რაგბის კავშირის ჩართულობით, საიტმა მალევე მოიპოვა პოპულარობა რაგბის გულშემატკივრებში. ლაივების ტრანსლიაციები მიმდინარეობდა როგორც თბილისის სტადიონებიდან, ასევე გორიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდანაც.

ასევე გავაშუქეთ შვიდკაცა რაგბის რამოდენიმე ჩემპიონატი, რომელიც არის ორდღიანი ღონისძიებები. შეჯიბრები ტარდებოდა ფოთში და ნაფარეულში.

ლაივების ტექნიკურად გამართვის გარდა, ეს იყო პოტენციურ სპონსორებთან ურთიერთობების აწყობის პირველი მცდელობები. აქ იყო პირველი როგორც შეცდომები ასევე მიღწეული წარმატებები.

ჩვენ დავრწმუნდით, რომ სპორტის ნებისმიერი სახეობის განვითარებისთვის, მუდმივი ტრანსლიაციები არის საუკეთესო საშუალება. გულშემატკივრების ინტერესი მატულობს, სპორტსმენები მეტად მოტივირებულები არიან, შესაძლებელი ხდება სარეკლამო განთავსება.

devi.ge

 

Drift and Drag

პირველებმა დავნერგეთ რბოლის ლაივები საქართველოში. ვთანამშრომლობდით BMW Club Georgia-სთან. დავნერგეთ ვიდეო რეფერი დრიფტის და დრაგის ჩემპიონატებზე, რამაც გამოიწვია მეტი ნდობა მსაჯების მიმართ, გაიზარდა შეჯიბრებების პრესტიჟი.

ღია ვართ თანამშრომლობისთვის სპორტულ ფედერაციებთან და გუნდებთან. ერთად განვავითაროთ სპორტი. იმედია მალე შევთავაზებთ გულშემატკივრებს ახალ ლაივებს