ლაივსტრიმი ფესტივალს უფრო ნახვადსა და მაშტაბურს ხდის

 

დღესდღეობით საქართველოში დიდწილად გავრცელებულია ფესტივალის კულტურა. იქნება ეს მუსიკის, საკვების, სასმლისა თუ სხვა ნებისმიერი ფესტივალი –  ასეთი სახის ღონისძიებები საკმაოდ მიმზიდველია საზოგადოებისთვის.

ბოლო წლებში თბილისში განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს მუსიკალური ფესტივალები, როგორიცაა Open Air – საქართველოში ყველაზე მასშტაბური ივენთი. საზოგადოებისთვის არანაკლებ სასიამოვნოა ღვინის, ყველის, ნაყინისა თუ სხვა ფესტივალები, რომლებსაც მათ ქალაქი სთავაზობს. ასეთი სახის ღონისძიებები ადამიანებისთვის განტვირთვისა და გართობის საშუალებას წარმოადგენს. ძირითადად, ამგვარი ივენთები არ არის კონკრეტულ ჯგუფზე გათვლილი და მათ ნებისმიერი სახის სტუმარი ჰყავს. ფესტივალებზე ყველა პოულობს თავისთვის სასიამოვნო აქტივობას, რადგან მეტწილად ასეთი ტიპის ღონისძიებები საკმაოდ მრავალფეროვანია.

 

Livetag-ს ფესტივალების გაშუქების დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ მაღალი ხარისხის სატელევიზიო კამერების გარდა შეგვიძლია ლაივში დრონის, ტელეფონისა თუ Go Pro კამერების კადრების ჩასმა – ეს რესურსები ყველა ლაივ ტრანსლაციას უფრო მრავალფეროვანსა და ყურებადს ხდის. როდესაც ფესტივალზე და მასშტაბურ ღონისძიებებზე ვსაუბრობთ, ასეთი კადრები აუცილებელიცაა.

 

ფესტივალის ლაივი საკმაოდ მნიშვნელოვანია მარკეტინგული თვალსაზრისით. ასეთი ლაივები, როგორც თავად ღონისძიებები, არანაკლებ პოპულარობით სარგებლობს და მრავალი მაყურებელიც ყავს. მეტიც, ლაივ ტრანსლაციები ნებისმიერ ღონისძიებას უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის არამხოლოდ დამსწრეთათვის, არამედ მაყურებლებისთვისაც. მათ, ვინც ღონისძიების ლაივ ტრანსლაციას უყურებს, სურვილი უჩნდებათ თავად მოხვდნენ ლაივის ეპიცენტრში, ხოლო მათთვისაც, ვინც ივენთს ესწრებოდა საინტერესოა ვიდეოჩანაწერის შემდგომ ყურება.

 

თითქმის ყოველ ასეთ ფესტივალს თან ახლავს გამოფენა-გაყიდვა, სადაც სხვა მრავალი კომპანია იღებს მონაწილეობას. ჩვენ ასეთ კომპანიებს ვთავაზობთ შანსს, რომ მათი პროდუქტი ფართო პუბლიკამ იხილოს ლაივის მეშვეობით. ლაივის დროს ჩვენი ჟურნალისტი, ოპერატორთან ერთად, თითოეულ მონაწილეს ესაუბრება საკუთარი პროდუქტისა და კომპანიის შესახებ – ასე მაყურებელი მათ შესახებ უფრო დეტალურ და ავთენტურ ინფორმაციას იღებს.

 

ფესტივალების ასეთი ლაივების დროს სპონსპორების ინტერესიც იზრდება, რადგან მათი ბრენდი პირდაპირ ეთერში რეკლამდება, რაც დიდი მარკეტინკული სვლაა. მეტიც, ჩვენ მათ სხვადასხვა გრაფიკული ელემენტებით ვაფორმებთ – როგორიცაა ლოგო, გრაფიკა, სარეკლამო ჭრა.
ფესტივალის მიმდინარეობის დროს სხვადასხვა აქტივობის გაშვებაც შესაძლებელია ლაივში.

 

დაგვეკონტაქტეთ და ერთად შევქმნათ თქვენი ღონისძიებისთვის შესაფერისი ლაივი დაუვიწყარი და ხარისხიანი კადრებით. ფესტივალის სტრიმის სურვილის შემთხვევაში ჩვენ თვითონაც ვერთვებით სპონსორის მოძიებაში.

 

more than Live – ჩვენი მიდგომაა ლაივების ორგანიზების მიმართ

 

ღვინის ფესტივალი შარდენზე, 2019


⭕ LIVE ➤ ქართული ღვინის ფესტივალი

Posted by TV პალიტრანიუსი – TV PalitraNews on შაბათი, 12 ოქტომბერი, 2019