გააციფრულე საქართველო

გაიმართა პროექტ – “გააციფრულე საქართველოს” პირველადი შედეგების შემაჯამებელი ივენთი. ღონისძიებას უმასპინძლა ქ. კასპში ახლადგახსნილმა ტექნოპარკმა. ივენთი ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში.

„გააციფრულე საქართველო“-ს მიზანია Google Map-ზე, საქართველოს მასშტაბით არსებული ბიზნესებისა და სხვადასხვა ობიექტების დატანა, და მათზე სრულყოფილი ინფორმაციის განთავსება.

პროექტის ფარგლებში შეირჩნენ დაახლოებით 300 მოხალისე 17 მუნიციპალიტეტიდან, ჩაუტარდათ ციფრული მისიონერების ტრეინინგი, შემდგომ აქტიურად ჩაერთვნენ ელექტრონულ რუკაზე საქართველოში არსებული ისტორიული შენობების და ადგილობრივი ბიზნესების სწორად დატანის პროცესში. ამ ეტაპისთვის რუკაზე დატანილი იყო რამოდენიმე ათასი ადგილი 17 მუნიციპალიტეტიდან, ასევე შეივსო 2400 მიმოხილვა, აიტვირთა 18 000 ფოტო. შესწორდა ბევრი ცრუ ინფორმაცია.

ჩატარებული სამუშაოები მიზნად ისახავენ ტურისმის სფეროს მხარდაჭერას, კულტურულ ასევე ბიზნეს ობიექტებზე გადაადგილების და მოძიების გამარტივებას Google საძიებო სისტემაში, როგორც ტურისტებისთვის, ასევე სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირებისთვის.

ჩვენმა გუნდმა უზრუნველყო ღონისძიების ტექნიკური მხარდაჭერა. Zoom პლათფორმის მეშვეობით გავაერთიანეთ ადგილზე შეკრებილი და დისტანციურად მოწვეული მონაწილეები. ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში გავმართეთ ორ კამერიანი ლაივი, სიგნალი იყო ჩაშენებული საკომუნიკაციო პლათფორმაში. ვახმოვანებდით დარბაზს, ვაზიარებდით პრეზენტაციას და ვიდეო/ფოტო მასალას, ვახორციელებდით ონლაინ კონფერენციის მოდერაციას და ვუშვებდით სტრიმს სოციალურ ქსელში.

ორგანიზატორებმა წარადგინეს პრეზენატაცია შუალედური შედეგებით, ჩაატარეს დისკუსია, გამოაცხადეს გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში. ღონისძიებაში დისტანციურად ჩაერთო რამდენიმე მონაწილე.

ღონისძიების მსვლელობისას ადგილი ჰქონდა ხელის შეშლის მცდელობას. გაურკვეველმა “ITგენიოსამ” მოახერხა კონფერენციაში ჩართვა და უზნეო ფოტოს გაზიარება. ციფრული დივერსია აღმოიფხვრა რამოდენიმე წამში. აღნინშული ფაქტი ადასტურებს მაღალ ინტერესს პროექტის მიმართ.

ჩვენთვის ეს გახდა გამოწვევა, რომელმაც მოგვცა დამატებითი გამოცდილება. გავიგეთ, რომ, მსგავსი ინციდენტისგან თავის ასარიდებლად, საჭიროა პლათფორმაში გაზიარების საშუალების წინასწარი აკრძალვა დანარჩენი მონაწილეებისთვის. 

ასევე მნიშვნელოვანია ონლაინ ივენთის დამატებითი მოდერაცია. Host-თან დამატაბული უნდა იყოს Co-Host სტატუსის მქონე მონაწილე, რომლებიც გააკონტროლებენ სტუმრების ჩართვა-გამორთვას, ჩათის მართვას, უფლებების მინიჭებას და ა.შ.

პროექტის შესახებ აღსანიშნავია ის, რომ ხდება, როგორც ახალი ადგილების რუკაზე დატანა, ასევე არსებულების შესახებ არასწორი ინფორმაციის ჩასწორება და ქართულად შევსება. შევსებულ ობიქტებში შევიდნენ ადგილები ოკუპირებულ ტერიტორიებიდანაც. მომავალში იგეგმება მთლიანი საქართველოს ელექტრონული რუკის ათვისება. მასშტაბიდან და სისტემური ეფექტიდან  გამომდინარე, “გააციფრულე საქართველო” შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ეროვნული პროექტი.

Tags: No tags

Comments are closed.