ჰიბრიდული ივენთის მნიშვნელობა და მისი საჭიროება დღევანდელ ცხოვრებაში.
მსოფლიოს სურს დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას. მაგრამ, როდესაც საქმე ივენთ-ინდუსტრიას ეხება, აშკარა ხდება: წინა ფორმატში დაბრუნება ჯერჯერობით არარეალურია. საჭიროა ახალი სტანდარტები. ჰიბრიდული ივენთის ორგანიზება — ერთ-ერთი შესაძლებლობაა ბაზარზე ამ პროფესიულ ინდუსტრიაში მუშაობის გასაგრძელებლად.
პროგნოზების მიხედვით, ივენთ-ინდუსტრიას აღსადგენად დაჭირდება არაერთი წელი. პანდემია და კარანტინის მკაცრი პირობები, რომელიც 2020 წლიდან გადავიდა 2021-ში, კარნახობენ ივენთ-ბაზარს თავის პირობებს, რაც, შესაბამისად, ხელს უწყობს ივენთების ახალი ფორმატის გაჩენას.
ჰიბრიდული კონფერენცია იქცა ივენთ-ბიზნესის ახალ რეალობად. მისი უდაო უპირატესობაა – დისტანციური აუდიტორიის დაკავშირების შესაძლებლობა. შერეული ფორმატის ივენთები იძლევა საშუალებას დაცული იყოს ყველა რეგულაციის წესი და საკარანტინო ნორმა.
ჰიბრიდული ღონისძიებები შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული მასშტაბის: პატარა სამოყვარულო კამერიდან, პავილიონში სატელევიზიო სტუდიამდე.
ჰიბრიდული ივენთის ორგანიზების საფუძველია თანამედროვე ტექნოლოგიები. გვინდა გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება ამ საკითხში. ჩვენ ჩაგვიტარებია ჰიბრიდული ივენთები სამ შემდეგ პლათფორმაზე: Zoom, Hopin, Webex. სამივე პლათფორმას გააჩნია თავისებურებები, რაზეც გვინდა ვისაუბროთ.
Zoom. დადებით მხარედ ვთვლით სასიამოვნო, გასაგებ ინტერფეისს. ბევრ მომხმარებელს უკვე ქონდა პლათფორმასთან მუშაობის გამოცდილება. საბაზისო ფასიან ვერსიას არ აქვს ბექსთეიჯის მხარდაჭერა. თუ ივენთი ითვალისწინებს სპიკერების ცვლას, რამოდენიმე პანელის განმავლობაში, გამოგადგებათ დამატებითი ოფციის, ვებინარის, შეძენა. ფასი – თვეში 79 usd. ასეთ შემთხვევაში მოდერატორი შეძლებს გაიყვანოს სცენაზე და მოხსნას სხვადასხვა სპიკერი. ვიდეო გამოსახულების ხარისხი კარგია. კარგად ინტეგრირებადია სხვადასხვა სამაუწყებლო პროგრამებთან. ღონისძიების მსვლელობის დროს, შესაძლებელია სინქრონული თარგმანის ჩაშენება, დამატებითი აუდიო სიგნალის სახით. მსმენელები შეძლებენ ცალკე სინქრონული თარგმანის მოსმენას.
მინუსები: არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მაღალ მოთხოვნებს, ამიტომ, დახურული ღონისძიებების ჩატარების დროს, ზოგი ორგანიზაცია თავს იკავებს ამ პლათფორმის გამოყენებისგან.
Webex. კომპანია Ciscos-ს პროდუქტია. ძირითადი უპირატესობა არის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი. ინტერფეისი შედარებით უბრალოა. შემჩვნეული გვაქვს, რომ ზოგი ip მისამართიდან არ ხდება დაკავშირება. სინქრონული თარგმანი რეალიზებული აქვთ ტიტრების სახით, რომლებსაც აგენერირებს ხელოვნური ინტელექტი. ვიდეოს ხარისხი – საშუალო. არ არის სრულად ინტეგრირებადი ყველა სამაუწყებლო პროგრამასთან.
Hopin. შექმნილია დიდი ღონისძიებებისთვის. შესაძლებელია ერთდროულად რამოდენიმე პანელის ჩატარება. გათვალისწინებულია ბექსთეიჯი. არის ცალკე სივრცე ნეთვორქინგისთვის. აქვს ფასიანი დასწრების მხარდაჭერა. მინუსებში ვთვლით: ვიდეოს შედარებით დაბალ ხარისხს, ასევე, არ არის ინტეგრირებადი ზოგ სამაუწყებლო პროგრამასთან. არ ემატება სინქრონული თარგმანი.
მნიშვნელოვანია, რომ ორივე ტიპის აუდიტორიამ, ადგილზე დამსწრემ და ინტერნეტში მაყურებელმა, იგრძნოს ორგანიზატორების ყურადღება, ქონდეთ ინფორმაციასთან თანაბარი წვდომა. მონაწილეებს არ უნდა შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ეს არის ორი განსხვავებული, ცალკეული მოვლენა, რომელიც პარალელურად ხორციელდება. ღონისძიება თანაბრად სასარგებლო და ემოციურად დამუხტული უნდა იყოს ყველა მონაწილისთვის, მიუხედავად იმისა, ისხდებიან ისინი სცენის წინ თუ უყურებენ მონიტორში.
გაერთიანებული ღონისძიებების ორგანიზება მრავალი კომპანიისთვის სრულიად ახალი გამოცდილებაა. ყოველ შემთხვევაში, ქართველი ორგანიზატორების უმეტესობა აქცენტს არ აკეთებს ამ მიმართულებაზე. აშკარაა, რომ კომპანიების თანამშრომლებს არ აქვთ ცოდნა პროფესიული მაუწყებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით. არსებობს ორი გამოსავალი: დაიწყეთ ურთიერთობა ამ სფეროში სპეციალიზირებულ პროვაიდერებთან ან გააფართოვეთ თქვენი პერსონალი შესაბამისი სპეციალისტებით.
არსებოს საფრთხე, რომ ეპიდემიები განმეორდება, ამიტომ კომპანიები, რომლებიც ღონისძიებების ჩატარების ჰიბრიდულ ფორმატს აითვისებენ, უფრო სწრაფად მოერგებიან არსებულ პირობებს და შეინარჩუნებენ ადგილს ინდუსტრიაში.
წარმატებულ ღონისძიებებს //Livetag