სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, როგორ დამეგობრდნენ ლაივსტრიმი და მარკეტინგი.
ლაივი ცვლის ბრენდებისა და აუდიტორიის ურთიერთქმედებას. სოციალურ ქსელში ლაივ კონტენტი იზიდავს უფრო მეტ ყურადღებას, ვიდრე ნებისმიერი სხვა სარეკლამო კონტენტი. დღეს დღეობით, როდესაც მარკეტინგული ბიუჯეტის ათვისების მრავალი გზა არსებობს, კომპანიებს, მსგავსი ბიუჯეტით, შეუძლიათ სხვადასხვანაირად გამოიყენონ თავიანთი რესურსი.
სტატიაში გაეცნობით შემდეგ საკითხებს:
- ლაივის გავლენა
- რატომ აქვს ლაივს მომავალი
- ამ მარკეტინგული მეთოდის უპირატესობა
- რამოდენიმე იდეა ლაივისთვის
- რჩევები წარმატებული ტრანსლიაციისთვის
ლაივის გავლენა
იცოდით? რომ ბლოგების კითხვასთან შედარებით, მიახლოებით ხუთიდან ოთხ ადამიანს ურჩევნია ვიდეოს ყურება. ყოველ წელს ვიდეო კონტენტის ნახვების რაოდენობა მატულობს. ეს იწვევს პირდაპირი ტრანსლაციების ფუნქციების განვითარებას ფბ-ზე და სხვა მსხვილ სოციალურ ქსელებში.
რამ გაქაჩა ლაივი სხვებთან შედარებით? ერთის მხრივ ხელმისაწვდომობა. დღეს საშუალო მომხმარებელი სხვანაირია, ვიდრე 20 წლის წინ. პოტენციურ მომხმარებელს, სანამ დახარჯავს ფულს, სურს გაიცნოს ბრენდი და ნამდვილად ენდოს მას. გარდა იმისა რომ გაიგოს ბრენდის ქცევის შესახებ ბაზარზე, ასევე გაიცნოს მისი ხასიათი. ლაივსტრიმი იძლევა ასეთ შესაძლებლობას.
როგორც ქვემოთ ვნახავთ სტატიაში, არსებობს პირდაპირი ტრანსლაციის ბევრი შესაძლებლობა. საბედნიეროდ, მომხმარებლებს შეუძლიათ უყურონ ლაივები ყველგან, სადაც არ უნდა იყვნენ. თუ გაქვთ ლაივ სტრიმინგის მარკეტინგული სტრატეგია, ეს შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა, რომ მიუახლოვდეთ მომხმარებელს და დაამყაროთ ურთიერთობა.
რატომ აქვს ლაივს მომავალი
პირველ რიგში მოგვიწევს წინააღმდეგობის დაძლევა – არის თუ არა ლაივსტრიმი მხოლოდ ფაზა, ციფრული მარკეტინგის გრძელვადიან პერსპექტივაში? ეს რისკია, მაგრამ არის სამი მიზეზი, რატომაც ვთვლით რომ ლაივი აქ არის იმისთვის რომ დარჩეს:
უზარმაზარი აუდიტორია
პირველ რიგში, ლაივის სხვადასხვა იდეიდან გამომდინარე, ბრენდს ეძლევა შესაძლებლობა მიაღწიოს იმ ხალხამდე რომლებიც ჯერ არ შეხვედრია. ინტერნეტ ტრანსლაცია მოიზიდავს ისეთ ადამიანებს, რომლებზე ვერც იფიქრებდით, რომ დაინტერესდებოდნენ.
სმარტფონების ზრდა
მართალია? რომ ვიცნობთ ადამიანებს სმარტფონებით უფრო მეტს, ვიდრე მის გარეშე. გავრცელებული სმარტფონების წყალობით, ადამიანებს შეუძლიათ უყურონ სტრიმებს ყველგან: იქნება ეს შესვენება, შეხვედრის მოლოდინში, გზაში თუ წამოწოლილი აივანზე.
ახალი შესაძლებლობები
მესამე. როგორც მოგვიანებით ვნახავთ, მიუხედავად თქვენი ნიშისა, არსებობს აუდიტორიასთან ურთიერთობის შესანიშნავი გზები. ნუ იფიქრებთ, რომ ლაივ სტრიმინგი არ შეეფერება თქვენს დარგს ან აუდიტორიას.
ლაივსტრიმის უპირატესობა მარკეტინგისთვის
თუ ეხლა ფიქრობთ, სად დახარჯოთ თქვენი მარკეტინგული ბიუჯეტი, ეს განყოფილება თქვენთვისაა!
ინვესტიციების ეკეთესი რენტაბელობა, ROI.
რეალურად, ზრდის თუ არა ლაივსტრიმინგი მარკეტინგული ინვესტიციების ეფექტურობას? ტრადიციულ ვიდეოსთან შედარებით, მას აქვს ინტერაქტიული ხასიათი, რაც, ძირითადათ, იზიდავს მეტ მაყურებელს. ფბ მონაცემების მიხედვით, ლაივის ნახვების ხანგრზლივობა სამჯერ მეტია, ვიდრე სტანდარტული ვიდეოს.
მარკეტინგული ინვესტიციების გათვალისწინებით, როგორც წესი, ლაივის გაშვება უფრო მარტივია, ვიდრე ვიდეო რგოლის შექმნა. ინტერნეტ ტრანსლიაციის დროს აწვებით Go Live ღილაკს, ატარებთ სტრიმს და ბოლოს ამთავრებთ. ვიდეო რგოლის შემთხვევაში, საჭიროა გაკეთდეს სხვადასხვა ტიპის რედაქტირება, შემოქმედება, გადაღება. შესაბამისად, უფრო მეტ ჩართულობას იღებთ შედარებით მცირე ინვესტიციიდან.
ურთიერთობების დამყარება
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ლაივის ერთერთი უპირატესობა არის მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესება. უეცრად, თქვენს ბრენდს უჩნდება სახე და ხმა, რომელთანაც ყალიბდება ერთგულება. სხვადასხვა სტრიმების საშუალებით, შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენი ხასიათი, დაეხმაროთ მომხამარებელს ზოგადი პრობლემების მოგვარებაში. მოახდინოთ პოზიციონირება როგორც ბრენდი, რომელსაც სურს გაწიოს დახმარება. შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენი ცოდნა და გახდეთ ბაზარზე ლიდერი.
დამაჯერებლობის და ნდობის ზრდა
დამატებითი ჩართულობა და ხილვადობა ზრდის ბრენდის სანდოობას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მომხმარებლებთან რეალურ დროში საუბრობთ. ეს ემსაგავსება საუბარს ორ ადამიანს შორის. მაყურებელს უჩნდება სურვილი დაინახოს სურათი კადრის მიღმა და მიუახლოვდეს ბიზნესს. თუ ეძებთ დამაჯერებელ გზას ნდობის მოსაპოვებლად, ლაივის გამოყენება შესანიშნავი ხერხია.
ცნობილ ადამიანებთან მუშაობა
წარსულთან შედარებით, ინფლუენსერებთან მუშაობა შეიცვალა. იმის მაგივრად რომ გავლენიან პირს ახსენებინოთ თქვენი სახელი და პროდუქტები, ჩვენ გირჩევთ ისინი ჩართოთ აქტიურად პროცესში. ამის გაკეთების შესანიშნავი გზა არის ლაიც სტრიმინგი.
მაგალითად, ღონისძიებების ჩატარებისას, ბევრი ბრენდი იწყებს გავლენიან პირებთან თანამშრომლობას. ასეთი ადამიანი თუ გეყოლებათ სტუმრად სტრიმზე, ნახვებიც გაიზრდება.
იდეები ლაივ სტრიმისთვის
თქვენ მარტო არ ხართ ამ მოგზაურობაში. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე იდეა სტრიმინგისთვის, ასე რომ, შეგიძლიათ დაიწყოთ.
ინტერვიუ
იპოვეთ ექსპერტები ან ავტორიტეტები თქვენს სფეროში და ჩაატარეთ საინტერესო ინტერვიუ.
კითხვა-პასუხი
თქვენს აუდიტორიას, სავარაუდოდ, აქვს გარკვეული კითხვები, მომსახურებასთან და პროდუქტებთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩართულობის მისაღწევად, კარგი გზაა მათთვის სასურველი პლატფორმის მიცემა.
ანონსები
რატომ უნდა დაანონსოთ ახალი ამბავი სტატიაში ან პოსტში სოციალურ ქსელში, როდესაც შეგიძლიათ გამოიწვიოთ შფოთვა პირდაპირ ეთერში.
ღონისძიებები
ესწრებით ან ატარებთ ღონისძიებას? თუ ასეა, თხოვეთ ერთ-ერთ თანამშრომელს რომ დასტრიმოს ეს. სანამ ზოგი ბრენდი ატარებს კონფერენციას, სხვები ესწრებიან პრეზენტაციებს, გამოსვლებს. შესაბამისად, სტრიმში შეიძლება გქონდეთ საინტერესო კადრები.
სცენის მიღმა
სცენის მიღმა სტრიმები აჩვენებენ მომხმარებელს ბიზნესის ინსაითს. ეს შეუძლებელი იყო წლების წინ. აჩვენეთ ოფისი ან გააცანით გუნდი. აუდიტორიას მოწონს რეალური ხალხის ყურება, რომლებიც ქმნიან კომპანიას.
მომხმარებელთა მხარდაჭერა
კითხვა/პასუხის მსგავსად, შეგიძლიათ მისცეთ სიტყვა ნებისმიერს, ვისაც ამ მომენტში აქვს პრობლემა პროდუქტებთან/მომსახურებასთან დაკავშირებით. იმის ნაცვლად, რომ მომხმარებლებმა ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით ისარგებლონ მხარდაჭერით, კვირაში ერთხელ გამართეთ ერთ საათიანი პირდაპირი ეთერი და უფრო ადვილი გახდება მომხმარებლების გაბედნიერება.
რამოდენიმე რჩევა წარმატებული ლაივისთვის
გვინდა მოგცეთ რამოდენიმე რჩევა ლაივ სტრიმის ჩატარებისთვის. სამწუხაროდ, ზოგმა კომპანიამ აღმოაჩინა ლაივის შესაძლებლობა, მაგრამ ვერ მიიღეს სასურველი შედეგი. წარუმატებლობის თავიდან აცილებისთვის, გვაქვს რამოდენიმე საკვანძო რჩევა.
ნუ დაგეგმავ ზედმეტად
გახსოვდეთ, პირდაპირი ტრანსლაცია სრულიად განსხვავებულია დამონტაჟებული ვიდეოებისგან. სხვა სიტყვებით, თქვენი აუდიტორია არ ელის (და, ალბათ, არც კი სურს) სრულყოფას. დღეს კომპანიებს ეშინიათ, რომ არასრულყოფილები გამოჩნდენენ, მიუხედავათ იმისა, რომ ეს შეიძლება წარმატების წინაპირობა იყოს. ნება მიეცით მაყურებელს დაინახონ, თუ ვინ ხართ სინამდვილეში. არ ვიძახით, რომ არ უნდა დაგეგმოთ სტრიმი, უბრალოდ ნუ დაგეგმავთ ყოველ წამს. განსაკუთრებით, უშუალოდ აუდიტორიასთან კომუნიკაციისას. მიეცით სტრიმს საშუალება თავად წარმართოს საკუთარი ცხოვრება.
მოახდინეთ ინფორმირება
რაც არ უნდა კარგი იყოს ლაივი, ძალისხმევა იქნება წყალში გადაყრილი, თუ თქვენი ყველაზე ერთგული გულშემატკივრები ვერ გაიგებენ ამის შესახებ. ამიტომ, ჩაწერეთ შეტყობინება თქვენს გვერდზე, გამოაგზავნეთ ელ. წერილი, შეახსენეთ სტრიმის თარიღი და დრო. აცნობეთ ლაივის შესახებ ყველა სოციალურ არხზე.
იყავით მოქნილი
იყავით მზად გაისროლოთ გეგმა ფანჯარაში, უბრალოდ, თუ ის არ მუშაობს. ხშირ შემთხვევაში, მაყურებლები მართავენ ეთერს თავისი კომენტარებით და კითხვებით. თუ ზედმეტად დეტალურად დაწერთ ვინ რა უნდა ელაპარაკოს მაუწყებლობის დროს, იგრძნობთ გადაჭარბებულ დაძაბულობას, ხოლო მაყურებელს ექნება შეგრძნება, რომ ზეპირად ისწავლეთ გამოსვლა. მაგალითად, თუ ატარებთ ექსკურსიას ოფისში და ბევრ მაყურებელს უჩნდება კითხვები კონკრეტულ ოთახთან დაკავშირებით, არ იფიქროთ, რომ უნდა წახვიდეთ სხვაგან, რადგან უნდა მიყვეთ გეგმას. იხუმრეთ აუდიტორიასთან და მიაწოდეთ ისეთი სტრიმი, რომელიც სურთ.
გარისკე
შეიძლება ჩანდეს რომ ეს ასე არ არის, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ. იმის მაგივრად, რომ იფიქროთ რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი მთლიანი კონტენტისთვის, გარისკეთ და ჩართეთ სხვებიც. იქნებიან ეს კოლეგები, მომწოდებლები, ინფლუენსერები, კლიენტები თუ სხვა დაინტერესებული პირები.
აჩვენეთ ზრუნვა
მნიშვნელოვანია ბრენდის აღქმის შეფასება. პირდაპირ უთქმელად, აჩვენეთ ხალხს ზრუნვა. მხარდაჭერის შეთავაზება და კითხვა/პასუხი დაგეხმარებათ ამაში. მოულოდნელად, აღმოჩნდება რომ თქვენ არ ხართ მხოლოდ კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც მხოლოდ თავისი თანხის მიღება უნდა.
აჩვენეთ ღირებულება და მიეცით ბიძგი მოქმედებისკენ
ლაივ სტრიმი კარგია, მაგრამ, სავარაუდოთ, გინდათ რომ მაყურებელმა იმოქმედოს ნახვის შემდეგ. თუ ასეა, სტრიმის დასრულებამდე მიეცით სწორი მიმართულება. განათავსეთ ლინკები პოსტის აღწერაში და დაეხმარეთ კონტაქტის დამყარებაში.
გაერთეთ
ბოლოს და ბოლოს იმხიარულეთ. თქვენ თუ ერთობით აუდიტორიაც გაერთობა. ნუ ჩაიგდებთ თავს ზეწოლის ქვეშ, ნუ გადააჭარბებთ. უბრალოდ, დააკვირდით ლაივის უპირატესობას და მიმართეთ საკუთარ აუდიტორიას.
შეაფასეთ სტრიმი
სტრიმი როცა დასრულდა, ეს არ ნიშნავს სამუშაოს დასრულებას. გაანალიზეთ და შეაფასეთ, რა გამოგივიდათ კარგად და სად დაუშვით შეცდომა. როგორ შეიძლებოდა კამერის სხვანაირად დაყენება ისე, რომ გამოსახულება ან ხმა უფრო მაღალი ხარისხის ყოფილიყო? რამდენად მომზადებული იყო სტუმარი ლაივისთვის?
ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ ლაივსტრიმინგის დანერგვაში. გისურვებთ წარმატებულ ლაივებს //LiveTag