რა მნიშვნელობა აქვს ფორუმის-კონფერენციის ლაივსტრიმიმგს
ნებისმიერი ტიპის საქმიანი ღონისძიებისთვის, იქნება ეს ფორუმი ან კონფერენცია, მნიშვნელოვანია პროფესიონალურად ორგანიზებული გაშუქება. ეს ზრდის მონაწილეთა ინტერესს თემის მიმართ და ხელს უცყობს ორგანიზატორებს დაგეგმილი მიზნების მიღწევაში. გაშუქებაში იგულისხმება როგორც წინასწარ თემის გახურება, ასევე ღონისძიების პროცესში მუხტის გაზრდა და, შემდგომ, შემაჯამებელი ინფორმაციის გამოქყვეყნება ინტერესის შენარჩუნებისთვის.
პირველ ეტაპზე, თემის გახურების დროს, მნიშვნელოვანია თანმიმდევრულად სხვადასხვა ინფორმაციის გამოქვეყნება როგორც მედიაში, ასევე სოციალურ ქსელში. პოსტების გამოქვეყნების სიხშირე უნდა იზრდებოდეს კონფერენციის თარიღის მიახლოებისას. ამ ეტაპზე, წინასწარ დასამზადებელია გრაფიკული საინფორმაციო პოსტერები, ტექსტური აღწერა, ლინკები, ჰაშთაგები. ორგანიზატორებს არ უნდა დაენანოთ თუნდაც მცირე ბიუჯეტი ამ მასალის დაბუსტვისთვის.
კონფერენციის მსვლელობისას მნიშვნელოვანია მუხტის გაზრდა. აქ მთავარია ინფორმაციის ოპერატიული გამოქვეყნება. ეს შეიძლება იყოს ორგანიზატორების მიერ გადაღებული ფოტოები, სელფები და ლაივსტრიმი. ხარისხიანად გაკეთებული ლაივი იზიდავს მონაწილეთა უფრო მეტ რაოდენობას. შეძლებთ გაუზიაროთ ლაივი მაყურებელს მთელ მზოფლიოში, გაზარდოთ აუდიტორია. ბევრ მსურველს, რომელსაც არ აქვს ფიზიკურად დასწრების საშუალება, შეუძლია უყუროს ღონისძიებას ეთერში, დასვას კითხვები კომენტარებში, მიიღოს მონაწილეობა გამოკითხვაში. კონფერენციის პროფესიონალური ლაივი ითვალისწინებს სინქრონულ თარგმანსაც, რომელიც შესაძლებელია იყოს გაშვებული ეთერში.
ღონისძიების დასრულებისას მნიშვნელოვანია ინტერესის შენარჩუნება. ამ ეტაპზე გამოგადგებათ შემაჯამებელი სიუჟეტი საინტერესო მომენტებით, ინტერვიუები და ხარისხიანი ფოტოები. შემაჯამებელი მასალა სასურველია რომ ქვეყნდებოდეს რაღაც პერიოდის განმავლობაში. თავიდან შეიძლება დაიდოს ფოტოკოლაჟი და სიუჟეტი მოგვიანებით, ან პირიქით.
აქვე იხილეთ: ლაივსტრიმის მნიშვნელობა ციფრული მარკეტინგისთვის