გააციფრულე საქართველო

გაიმართა პროექტ – “გააციფრულე საქართველოს” პირველადი შედეგების შემაჯამებელი ივენთი. ღონისძიებას უმასპინძლა ქ. კასპში ახლადგახსნილმა ტექნოპარკმა. ივენთი ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში.

„გააციფრულე საქართველო“-ს მიზანია Google Map-ზე, საქართველოს მასშტაბით არსებული ბიზნესებისა და სხვადასხვა ობიექტების დატანა, და მათზე სრულყოფილი ინფორმაციის განთავსება.

პროექტის ფარგლებში შეირჩნენ დაახლოებით 300 მოხალისე 17 მუნიციპალიტეტიდან, ჩაუტარდათ ციფრული მისიონერების ტრეინინგი, შემდგომ აქტიურად ჩაერთვნენ ელექტრონულ რუკაზე საქართველოში არსებული ისტორიული შენობების და ადგილობრივი ბიზნესების სწორად დატანის პროცესში. ამ ეტაპისთვის რუკაზე დატანილი იყო რამოდენიმე ათასი ადგილი 17 მუნიციპალიტეტიდან, ასევე შეივსო 2400 მიმოხილვა, აიტვირთა 18 000 ფოტო. შესწორდა ბევრი ცრუ ინფორმაცია.

ჩატარებული სამუშაოები მიზნად ისახავენ ტურისმის სფეროს მხარდაჭერას, კულტურულ ასევე ბიზნეს ობიექტებზე გადაადგილების და მოძიების გამარტივებას Google საძიებო სისტემაში, როგორც ტურისტებისთვის, ასევე სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირებისთვის.

ჩვენმა გუნდმა უზრუნველყო ღონისძიების ტექნიკური მხარდაჭერა. Zoom პლათფორმის მეშვეობით გავაერთიანეთ ადგილზე შეკრებილი და დისტანციურად მოწვეული მონაწილეები. ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში გავმართეთ ორ კამერიანი ლაივი, სიგნალი იყო ჩაშენებული საკომუნიკაციო პლათფორმაში. ვახმოვანებდით დარბაზს, ვაზიარებდით პრეზენტაციას და ვიდეო/ფოტო მასალას, ვახორციელებდით ონლაინ კონფერენციის მოდერაციას და ვუშვებდით სტრიმს სოციალურ ქსელში.

ორგანიზატორებმა წარადგინეს პრეზენატაცია შუალედური შედეგებით, ჩაატარეს დისკუსია, გამოაცხადეს გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში. ღონისძიებაში დისტანციურად ჩაერთო რამდენიმე მონაწილე.

ღონისძიების მსვლელობისას ადგილი ჰქონდა ხელის შეშლის მცდელობას. გაურკვეველმა “ITგენიოსამ” მოახერხა კონფერენციაში ჩართვა და უზნეო ფოტოს გაზიარება. ციფრული დივერსია აღმოიფხვრა რამოდენიმე წამში. აღნინშული ფაქტი ადასტურებს მაღალ ინტერესს პროექტის მიმართ.

ჩვენთვის ეს გახდა გამოწვევა, რომელმაც მოგვცა დამატებითი გამოცდილება. გავიგეთ, რომ, მსგავსი ინციდენტისგან თავის ასარიდებლად, საჭიროა პლათფორმაში გაზიარების საშუალების წინასწარი აკრძალვა დანარჩენი მონაწილეებისთვის. 

ასევე მნიშვნელოვანია ონლაინ ივენთის დამატებითი მოდერაცია. Host-თან დამატაბული უნდა იყოს Co-Host სტატუსის მქონე მონაწილე, რომლებიც გააკონტროლებენ სტუმრების ჩართვა-გამორთვას, ჩათის მართვას, უფლებების მინიჭებას და ა.შ.

პროექტის შესახებ აღსანიშნავია ის, რომ ხდება, როგორც ახალი ადგილების რუკაზე დატანა, ასევე არსებულების შესახებ არასწორი ინფორმაციის ჩასწორება და ქართულად შევსება. შევსებულ ობიქტებში შევიდნენ ადგილები ოკუპირებულ ტერიტორიებიდანაც. მომავალში იგეგმება მთლიანი საქართველოს ელექტრონული რუკის ათვისება. მასშტაბიდან და სისტემური ეფექტიდან  გამომდინარე, “გააციფრულე საქართველო” შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ეროვნული პროექტი.

ლაივის გადაღება

4. ლაივის გადაღება და გამოწვევები

სტატიაში გვინდა გაგიზიაროთ პრაქტიკაში მოგროვილი გამოცდილება. არაერთხელ ჩატარებულმა ლაივის გადაღებამ დაგვარწმუნა, რომ თითოეული ჩატარებული ტრანსლაცია, სირთულის მიუხედავად, არის ახალი გამოცდილება. ჯერ არ გვქონია ლაივი, რომ რამე ახალი არ გვესწავლოს. პრაქტიკაში ყოველ ჯერზე გიწევს ახალ გამოწვევებთან შერკინება. უკეთესი აღქმისთვის გამოწვევებს დავყოფთ რამოდენიმე ჯგუფად:

გადამღები მოედანი. 

ახალ ლოკაციაზე როცა კეთდება ლაივი, თადარიგს ვიჭერთ 2 საათს. ეს დრო საკმარისია ხოლმე მოსამზადებლად. ხანდახან აპარატურის გამართვა კეთდება წინა დღეს. ჩართვამდე დრო სწრაფად გარბის. გაითვალისწინეთ, რომ ადგილზე მისვლისას, არ გამოდის ხოლმე ეგრევე მომზადების დაწყება. გიწევთ ორგანიზატორების ლოდინი, სანამ მოიცლიან თქვენთვის. 

თავიდანვე სასურველია რომ მოაგვაროთ შემდეგი საკითხები: ინტერნეტი, დენი, მაგიდა და სკამი. ეს, როგორც წესი, გასარკვევია ორგანიზატორებთან, ლოკაციაზე. უნდა მოგვარდეს პირველ რიგში, რომ შეძლოთ აპარატურის გამართვა. 

ინტერნეტი. ოპტიკური ინტერნეტი სასურველია ჩართოთ კაბელით, WiFi სარისკოა, თუ სხვა მომხმარებლებიც იყენებენ. დააზუსტეთ, ადგილზე როუტერი თუ არიგებს DHCP-ს, თუ არა, დაგჭირდებათ ip მისამართის გაწერა. ამას აკეთებს IT-ს თანამშრომელი, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, არსად არ ეჩქარება. სანამ დაიწყებთ კამერების, ხმის და სხვა საკითხების მოგვარებას, ეცადეთ, რომ ინტერნეტის საკითხი გარკვეული გქონდეთ. 4G-ს გამოყენების შემთხვევაში, გაარკვიეთ ადგილზე სიჩქარე, დაბალზე ვერ გაატერებთ სტრიმს, ან მოგიწევთ ხარისხის დაწევა. 2 მბ/წამიდან შესაძლებელია ხარისხიანი სტრიმის გაშვება, რადგან HD 720 სიგნალი ეტევა 2000 კილობიტში. რაც ზემოთ კარგია. ჩვენ, ძირითადათ, ვსტრიმავთ 5000 კილობიტზე, ანუ 5 მბ/წამში. სტრიმის შემთხვევაში, მთავარია ატვირთვის სიჩქარე (Upload speed).

დენის წყარო. შეიძლება გაჩვენონ საიდანაც აიღოთ დენი და ეს აღმოჩნდეს საკმაოდ შორს სარეჟისორო პულტიდან, დაგჭირდებათ გამაგრძელებელი.  სასურველია რომ აპარატურა იყოს დამიწებული. თუ შენობაში დენი სათანადოთ დამიწებული არ არის, ამან შეიძლება გამოიწვიოს როგორც ვიდეო/აუდიო სიგნალის ხარვეზი, ასევე აპარატურის გადაწვა. განსაკუთრებით, გაამახვილეთ ყურადღება, როცა იღებთ ხმას გარე აუდიოსისტემიდან. გამოიყენეთ სპილენძის მავთული დენის დასამიწებლად.

სარეჟისორო პულტის გასამართად გჭირდებათ ელემენტარული ავეჯი, მაგიდა და სკამი. თუ ვერ გაწვდიან, ჯობია ესეც მალე გაარკვიოთ. ფანტაზია არ შეზღუდოთ, სურვილი იყოს და პულტის გასამართ ადგილს მონახავთ.

აპარატურა.

ნებისმიერი ახალი მოწყობილობა, რომლის გამოყენებას აპირებთ ინტერნეტ ტრანსლაციის დროს, უნდა იყოს წინასწარ დატესტილი. შესაძლებელია თავიდან არ ჩაირთოს როგორც გეგმავდით, დიდი ალბათობით დაჭირდება პარამეტრების აწყობა ან პროგრამული განახლება ან სხვა. ადგილზე მაგის დრო შეიძლება არ გქონდეთ, მითუმეტეს როცა თავზე გადგათ მთელი საორგანიზაციო ჯგუფი და ყველა ერთად გეკითხება როდის ვიწყებთ ან რაშია პრობლემაო.

ლაივის გადაღება, ორგანიზატორები
ახალი მოწყობილობაწინასწარ დატესტილი
აკუმულატორებიდატენილი
კამერებიშტატივებით, წინასწარ დაიკავეთ  ადგილები. ივენთზე როცა მოდიან ტელევიზიები, ყველას არ ყოფნის ადგილები კამერების დასადგმელად. მომზადების დროს გაუფრთხილდით, რომ კამერა არ დავარდეს. ქარს შეუძლია შტატივთან ერთად კამერის წაქცევა.
კაბელებიხარისხზე ეცადეთ არ დაზოგოთ. უხარისხო კაბელი იღებს გარედან რადიო-ელექტრონულ ხმაურს. მაგის გამო შეიძლება შეწყდეს ვიდეო სიგნალი ან არ იყოს სუფთა ხმა. თავიდან არ გვქონდა ხარისხიანი სატელევიზო კაბელები, ვიყენებდით ჩვეულებრივ ანტენის კაბელს, შედეგად, რაციების გამოყენების დროს, წყდებოდა სიგნალი კამერიდან პულტამდე.

ხმა.

ხშირად გვიწევს ხმის აღება ცალკე გამართულ აუდიო სისტემიდან, ლაივის ეთერში გასაშვებად. შეათანხმეთ ხმის რეჟისორთან, თუ რა ინტერფეისით მოგაწვდიან ხმას. ძირითადად ვიყენებთ XLR-ს – იგივე ქენონის კაბელს, ხანდახან TS/TLS Jack. ყველასთვის ცნობილი MiniJack გამოგვდგომია მხოლოდ სინქრონული თარგმანის ხმის წამოღებისას. თუ სტრიმავთ კონცერტს, არ დაგავიწყდეთ, რომ ეთერისთვის ხმის ბალანსი განხსვავდება დინამიკებისთვის ბალანსისგან. ანუ, არ გაგიკვირდეთ, თუ ცენტრალური მიქშერიდან ლაივის ეთერში შემოსული მუსიკა სხვანაირად ისმის ვიდრე დინამიკებში. გამოსავალი, ხმის რეჟისორმა ლაივის ეთერისთვის ცალკე უნდა დააბალანსოს ხმა და მოგცეთ ცალკე სიგნალი. მაგალითად არა ცენტრალურიდან, არამედ მონიტორიდან. ეს ერთ ერთი გამოსავალია, ასევე შეიძლება გამოგადგეთ დამატებითი მიკროფონები. 

როდესაც ერთვებით გამართულ აუდიო-სისტემასთან, წარმოიქმნება ელექტრონული პოტენციალების სხვაობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოკლე ჩართვა, აქ გამოგადგებათ შუალედური მოწყობილობა, რომელიც აუდიო კაბელში ამიწებს დენს, ან ზოგადი დამიწება.

ლაივის გადაღება, კამერების ადგილი

პროგრამული უზრუნველყოფა.

რეალობიდან გამომდინარე, ხანდახან გვიწევს დაკრეკილი პროგრამების გამოყენება. დადასტურდით, რომ გათიშული გაქვთ განახლებები. არასასურველი იქნება, თუ ადგილზე მოგიწევთ საჭირო პროგრამის ან სისტემის განახლება/გადაყენება.

სტრიმინგ პროგრამებიენკოდერები. უფასო არის OBS. გამოდგება, თუ სტრიმავთ მხოლოდ ვიდეო/აუდიო სიგნალს. უფრო რთული ლაივებისთვის, სადაც სხვადასხვა წყაროების გადართვა გიწევთ, დაგჭირდებათ vMix, მუშაობს მხოლოდ Windows-ზე ან Wirecast, მიდის Mac OSX-ზეც. 

პროცესორული სიმძლავრე. სტრიმინგს ჭირდება დიდი სიმძლავრე, ამიტომ, ლაივისთვის გამოიყენეთ ძლიერი კომპიუტერი, თანამედროვე ვიდეო ბარათით. სტრიმინგ პროგრამა, ანუ ენკოდერი, პროცესში გიჩვენებთ CPU-ს დატვირთვის პროცენტს. თვალი ადევნეთ მას, არ უნდა აჭარბებდეს 80%-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაწვათ პროცესორი. დახურეთ ყველა გამოუყენებადი პროგრამა. ნუ გადატვირთავთ ბრაუზერს გახსნილი გვერდებით.

გრაფიკა.

ორგანიზატორებს წინასწარ გამოაგზავნინებთ ყველა საჭირო გრაფიკული მასალა, რაც გასაშვები იქნება ეთერში: ლოგოები, სურათები, ტიტრებისთვის ინფო და ა.შ., შეძლებთ წინასწარ მოემზადოთ ეთერისთვის. იდეალურ შემთხვევაში, როდესაც მიდიხართ ტრანსლაციაზე, კომპიუტერზე უკვე გაქვთ დამახსოვრებული პროექტი. ხშირად ხდება, რომ ლაივამდე რამოდენიმე წუთით ადრე გაწვდიან გრაფიკულ მასალას, ვერ ეტყვით უარს და მოგიწევთ ნაჩქარევად, ენკოდერში ცვლილებების შეტანა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ხარვეზი. 

კავშირი გადამღებ ჯგუფთან.

ოპერატიული კავშირი აუცილებელია პირდაპირი ეთერის დროს, ერთმანეთან დარეკვის დრო არ გექნებათ. ჩვენ ვიყენებთ ან რაციებს გარნიტურით ან ინტერნეტ რაციას Zello. უფასო აპლიკაცია ყენდება სმარტფონებზე, მოითხოვს მხოლოდ ინტერნეტს.

გამოქვეყნება.

ფბ გვერდზე სტრიმერი უნდა იყოს დამატებული ედიტორად. ადმინმა რომ დაგამატოთ უნდა იყოთ მეგობრებში. ლაივის დასახელება და აღწერა ივსება ადგილზე. ახალი ტრენდია, ტრაფიკის გასაზრდელად ლაივის crosspost-ით გაშვება სხვადასხვა ფბ გვერდებზე. ესეც თუ გთხოვეს, წინასწარ მოამზადეთ. Crosspost-ის მოთხოვნები გააგზავნეთ შეთანხმებულ გვერდებზე, რომლის ადმინებმა უნდა დაადასტურონ. დასტური ორნაირია. ან ავტომატურად ქვეყნდება ყველა პოსტი, ან დამატებითი დასტური დაჭირდება ყოველ პოსტზე.

რეზიუმე

ხარისხიანი ლაივის შექმნის წინაპირობა არის წინასწარი მომზადება, ორგანიზატორებთან ურთიერთგაგება და პროფესიონალიზმი, რომელიც დაგეხმარებათ მალე აღმოფხვრათ ნებისმიერი პრობლემა. მოგახსენებთ , რომ ლაივსტრიმინგი განსხვავდება ფროდაქშენისგან იმით, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად გაქვთ ცოტა დრო. პრობლემების მოგვარება გიწევთ პირდაპირი ეთერის დროს, როდესაც ათვლა მიდის წამებზე.

გისურვებთ წარმატებულ ტრანსლაციებს //Livetag

Listed at MARKET.GE – Georgian Market – Georgia Business Directory
The most popular business and trade directory in Georgia (Sakartvelo, Tbilisi, Caucasus).
ჰიბრიდული ივენთი

3. ჰიბრიდული ივენთი

ჰიბრიდული ივენთის მნიშვნელობა და მისი საჭიროება დღევანდელ ცხოვრებაში.

მსოფლიოს სურს დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას. მაგრამ, როდესაც საქმე ივენთ-ინდუსტრიას ეხება, აშკარა ხდება: წინა ფორმატში დაბრუნება ჯერჯერობით არარეალურია. საჭიროა ახალი სტანდარტები. ჰიბრიდული ივენთის ორგანიზება — ერთ-ერთი შესაძლებლობაა ბაზარზე ამ პროფესიულ ინდუსტრიაში მუშაობის გასაგრძელებლად.

პროგნოზების მიხედვით, ივენთ-ინდუსტრიას აღსადგენად დაჭირდება არაერთი წელი. პანდემია და კარანტინის მკაცრი პირობები, რომელიც 2020 წლიდან გადავიდა 2021-ში, კარნახობენ ივენთ-ბაზარს თავის პირობებს, რაც, შესაბამისად, ხელს უწყობს ივენთების ახალი ფორმატის გაჩენას. 

ჰიბრიდული კონფერენცია იქცა ივენთ-ბიზნესის ახალ რეალობად. მისი უდაო უპირატესობაა –  დისტანციური აუდიტორიის დაკავშირების შესაძლებლობა. შერეული ფორმატის ივენთები იძლევა საშუალებას დაცული იყოს ყველა რეგულაციის წესი და საკარანტინო ნორმა.

ჰიბრიდული ღონისძიებები შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული მასშტაბის: პატარა სამოყვარულო კამერიდან, პავილიონში სატელევიზიო სტუდიამდე.

ჰიბრიდული ივენთის  ორგანიზების საფუძველია თანამედროვე ტექნოლოგიები. გვინდა გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება ამ საკითხში. ჩვენ ჩაგვიტარებია ჰიბრიდული ივენთები სამ შემდეგ პლათფორმაზე: Zoom, Hopin, Webex. სამივე პლათფორმას გააჩნია თავისებურებები, რაზეც გვინდა ვისაუბროთ.

Zoom. დადებით მხარედ ვთვლით სასიამოვნო, გასაგებ ინტერფეისს. ბევრ მომხმარებელს უკვე ქონდა პლათფორმასთან მუშაობის გამოცდილება. საბაზისო ფასიან ვერსიას არ აქვს ბექსთეიჯის მხარდაჭერა. თუ ივენთი ითვალისწინებს სპიკერების ცვლას, რამოდენიმე პანელის განმავლობაში, გამოგადგებათ დამატებითი ოფციის, ვებინარის, შეძენა. ფასი – თვეში 79 usd. ასეთ შემთხვევაში მოდერატორი შეძლებს გაიყვანოს სცენაზე და მოხსნას სხვადასხვა სპიკერი. ვიდეო გამოსახულების ხარისხი კარგია. კარგად ინტეგრირებადია სხვადასხვა სამაუწყებლო პროგრამებთან. ღონისძიების მსვლელობის დროს, შესაძლებელია სინქრონული თარგმანის ჩაშენება, დამატებითი აუდიო სიგნალის სახით. მსმენელები შეძლებენ ცალკე სინქრონული თარგმანის მოსმენას. 

მინუსები: არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მაღალ მოთხოვნებს, ამიტომ, დახურული ღონისძიებების ჩატარების დროს, ზოგი ორგანიზაცია თავს იკავებს ამ პლათფორმის გამოყენებისგან.

Webex. კომპანია Ciscos-ს პროდუქტია. ძირითადი უპირატესობა არის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი. ინტერფეისი შედარებით უბრალოა. შემჩვნეული გვაქვს, რომ ზოგი ip მისამართიდან არ ხდება დაკავშირება. სინქრონული თარგმანი რეალიზებული აქვთ ტიტრების სახით, რომლებსაც აგენერირებს ხელოვნური ინტელექტი. ვიდეოს ხარისხი – საშუალო. არ არის სრულად ინტეგრირებადი ყველა სამაუწყებლო პროგრამასთან.

Hopin. შექმნილია დიდი ღონისძიებებისთვის. შესაძლებელია ერთდროულად რამოდენიმე პანელის ჩატარება. გათვალისწინებულია ბექსთეიჯი. არის ცალკე სივრცე ნეთვორქინგისთვის. აქვს ფასიანი დასწრების მხარდაჭერა. მინუსებში ვთვლით: ვიდეოს შედარებით დაბალ ხარისხს, ასევე, არ არის ინტეგრირებადი ზოგ სამაუწყებლო პროგრამასთან. არ ემატება სინქრონული თარგმანი.

მნიშვნელოვანია, რომ ორივე ტიპის აუდიტორიამ, ადგილზე დამსწრემ და ინტერნეტში მაყურებელმა, იგრძნოს ორგანიზატორების ყურადღება, ქონდეთ ინფორმაციასთან თანაბარი წვდომა. მონაწილეებს არ უნდა შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ეს არის ორი განსხვავებული, ცალკეული მოვლენა, რომელიც პარალელურად ხორციელდება. ღონისძიება თანაბრად სასარგებლო და ემოციურად დამუხტული უნდა იყოს ყველა მონაწილისთვის, მიუხედავად იმისა, ისხდებიან ისინი სცენის წინ თუ უყურებენ მონიტორში.

გაერთიანებული ღონისძიებების ორგანიზება მრავალი კომპანიისთვის სრულიად ახალი გამოცდილებაა. ყოველ შემთხვევაში, ქართველი ორგანიზატორების უმეტესობა აქცენტს არ აკეთებს ამ მიმართულებაზე. აშკარაა, რომ კომპანიების თანამშრომლებს არ აქვთ ცოდნა პროფესიული მაუწყებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით. არსებობს ორი გამოსავალი: დაიწყეთ ურთიერთობა ამ სფეროში სპეციალიზირებულ პროვაიდერებთან ან გააფართოვეთ თქვენი პერსონალი შესაბამისი სპეციალისტებით.

არსებოს საფრთხე, რომ ეპიდემიები განმეორდება, ამიტომ კომპანიები, რომლებიც ღონისძიებების ჩატარების ჰიბრიდულ ფორმატს აითვისებენ, უფრო სწრაფად მოერგებიან არსებულ პირობებს და შეინარჩუნებენ ადგილს ინდუსტრიაში.

წარმატებულ ღონისძიებებს //Livetag

Live_for_marketing

2. ლაივსტრიმი & ციფრული მარკეტინგი

სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, როგორ დამეგობრდნენ ლაივსტრიმი და მარკეტინგი.

ლაივი ცვლის ბრენდებისა და აუდიტორიის ურთიერთქმედებას. სოციალურ ქსელში ლაივ კონტენტი იზიდავს უფრო მეტ ყურადღებას, ვიდრე ნებისმიერი სხვა სარეკლამო კონტენტი. დღეს დღეობით, როდესაც მარკეტინგული ბიუჯეტის ათვისების მრავალი გზა არსებობს, კომპანიებს, მსგავსი ბიუჯეტით, შეუძლიათ სხვადასხვანაირად გამოიყენონ თავიანთი რესურსი.

სტატიაში გაეცნობით შემდეგ საკითხებს:

  • ლაივის გავლენა
  • რატომ აქვს ლაივს მომავალი
  • ამ მარკეტინგული მეთოდის უპირატესობა
  • რამოდენიმე იდეა ლაივისთვის
  • რჩევები წარმატებული ტრანსლიაციისთვის

            ლაივის გავლენა 

            იცოდით? რომ ბლოგების კითხვასთან შედარებით, მიახლოებით ხუთიდან ოთხ ადამიანს ურჩევნია ვიდეოს ყურება. ყოველ წელს ვიდეო კონტენტის ნახვების რაოდენობა მატულობს. ეს იწვევს პირდაპირი ტრანსლაციების ფუნქციების განვითარებას ფბ-ზე და სხვა მსხვილ სოციალურ ქსელებში.

            რამ გაქაჩა ლაივი სხვებთან შედარებით? ერთის მხრივ ხელმისაწვდომობა. დღეს საშუალო მომხმარებელი სხვანაირია, ვიდრე 20 წლის წინ. პოტენციურ მომხმარებელს,  სანამ დახარჯავს ფულს, სურს გაიცნოს ბრენდი და ნამდვილად ენდოს მას. გარდა იმისა რომ გაიგოს ბრენდის ქცევის შესახებ ბაზარზე, ასევე გაიცნოს მისი ხასიათი. ლაივსტრიმი იძლევა ასეთ შესაძლებლობას.

            როგორც ქვემოთ ვნახავთ სტატიაში, არსებობს პირდაპირი ტრანსლაციის ბევრი შესაძლებლობა. საბედნიეროდ, მომხმარებლებს შეუძლიათ უყურონ ლაივები ყველგან, სადაც არ უნდა იყვნენ. თუ გაქვთ ლაივ სტრიმინგის მარკეტინგული სტრატეგია, ეს შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა, რომ მიუახლოვდეთ მომხმარებელს და დაამყაროთ ურთიერთობა.

            რატომ აქვს ლაივს მომავალი

            პირველ რიგში მოგვიწევს წინააღმდეგობის დაძლევა – არის თუ არა ლაივსტრიმი მხოლოდ ფაზა, ციფრული მარკეტინგის გრძელვადიან პერსპექტივაში? ეს რისკია, მაგრამ არის სამი მიზეზი, რატომაც ვთვლით რომ ლაივი აქ არის იმისთვის რომ დარჩეს:

            უზარმაზარი აუდიტორია

            პირველ რიგში, ლაივის სხვადასხვა იდეიდან გამომდინარე, ბრენდს ეძლევა შესაძლებლობა მიაღწიოს იმ ხალხამდე რომლებიც ჯერ არ შეხვედრია. ინტერნეტ ტრანსლაცია მოიზიდავს ისეთ ადამიანებს, რომლებზე ვერც იფიქრებდით, რომ დაინტერესდებოდნენ.

            სმარტფონების ზრდა

            მართალია? რომ ვიცნობთ ადამიანებს სმარტფონებით უფრო მეტს, ვიდრე მის გარეშე. გავრცელებული სმარტფონების წყალობით, ადამიანებს შეუძლიათ უყურონ სტრიმებს ყველგან: იქნება ეს შესვენება, შეხვედრის მოლოდინში, გზაში თუ წამოწოლილი აივანზე.

            ახალი შესაძლებლობები

            მესამე. როგორც მოგვიანებით ვნახავთ, მიუხედავად თქვენი ნიშისა, არსებობს აუდიტორიასთან ურთიერთობის შესანიშნავი გზები. ნუ იფიქრებთ, რომ ლაივ სტრიმინგი არ შეეფერება თქვენს დარგს ან აუდიტორიას.

           ლაივსტრიმის უპირატესობა მარკეტინგისთვის

            თუ ეხლა ფიქრობთ, სად დახარჯოთ თქვენი მარკეტინგული ბიუჯეტი, ეს განყოფილება თქვენთვისაა!

            ინვესტიციების ეკეთესი რენტაბელობა, ROI.

            რეალურად, ზრდის თუ არა ლაივსტრიმინგი მარკეტინგული ინვესტიციების ეფექტურობას? ტრადიციულ ვიდეოსთან შედარებით, მას აქვს ინტერაქტიული ხასიათი, რაც, ძირითადათ, იზიდავს მეტ მაყურებელს. ფბ მონაცემების მიხედვით, ლაივის ნახვების ხანგრზლივობა სამჯერ მეტია, ვიდრე სტანდარტული ვიდეოს.

მარკეტინგული ინვესტიციების გათვალისწინებით, როგორც წესი, ლაივის გაშვება უფრო მარტივია, ვიდრე ვიდეო რგოლის შექმნა. ინტერნეტ ტრანსლიაციის დროს აწვებით Go Live ღილაკს, ატარებთ სტრიმს და ბოლოს ამთავრებთ. ვიდეო რგოლის შემთხვევაში, საჭიროა გაკეთდეს სხვადასხვა ტიპის რედაქტირება, შემოქმედება, გადაღება. შესაბამისად, უფრო მეტ ჩართულობას იღებთ შედარებით მცირე ინვესტიციიდან.

            ურთიერთობების დამყარება

            როგორც უკვე ავღნიშნეთ, ლაივის ერთერთი უპირატესობა არის მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესება. უეცრად, თქვენს ბრენდს უჩნდება სახე და ხმა, რომელთანაც ყალიბდება ერთგულება. სხვადასხვა სტრიმების საშუალებით, შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენი ხასიათი, დაეხმაროთ მომხამარებელს ზოგადი პრობლემების მოგვარებაში. მოახდინოთ პოზიციონირება როგორც ბრენდი, რომელსაც სურს გაწიოს დახმარება. შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენი ცოდნა და გახდეთ ბაზარზე ლიდერი.

            დამაჯერებლობის და ნდობის ზრდა

           დამატებითი ჩართულობა და ხილვადობა ზრდის ბრენდის სანდოობას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მომხმარებლებთან რეალურ დროში საუბრობთ. ეს ემსაგავსება საუბარს ორ ადამიანს შორის. მაყურებელს უჩნდება სურვილი დაინახოს სურათი კადრის მიღმა და მიუახლოვდეს ბიზნესს. თუ ეძებთ დამაჯერებელ გზას ნდობის მოსაპოვებლად, ლაივის გამოყენება შესანიშნავი ხერხია.

            ცნობილ ადამიანებთან მუშაობა

            წარსულთან შედარებით, ინფლუენსერებთან მუშაობა შეიცვალა. იმის მაგივრად რომ გავლენიან პირს ახსენებინოთ თქვენი სახელი და პროდუქტები, ჩვენ გირჩევთ ისინი ჩართოთ აქტიურად პროცესში. ამის გაკეთების შესანიშნავი გზა არის ლაიც სტრიმინგი.

            მაგალითად, ღონისძიებების ჩატარებისას, ბევრი ბრენდი იწყებს გავლენიან პირებთან თანამშრომლობას. ასეთი ადამიანი თუ გეყოლებათ სტუმრად სტრიმზე, ნახვებიც გაიზრდება.

            იდეები ლაივ სტრიმისთვის

თქვენ მარტო არ ხართ ამ მოგზაურობაში. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე იდეა სტრიმინგისთვის, ასე რომ, შეგიძლიათ დაიწყოთ.

            ინტერვიუ

            იპოვეთ ექსპერტები ან ავტორიტეტები თქვენს სფეროში და ჩაატარეთ საინტერესო ინტერვიუ.

            კითხვა-პასუხი

            თქვენს აუდიტორიას, სავარაუდოდ, აქვს გარკვეული კითხვები, მომსახურებასთან და პროდუქტებთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩართულობის მისაღწევად, კარგი გზაა მათთვის სასურველი პლატფორმის მიცემა.

            ანონსები

            რატომ უნდა დაანონსოთ ახალი ამბავი სტატიაში ან პოსტში სოციალურ ქსელში, როდესაც შეგიძლიათ გამოიწვიოთ შფოთვა პირდაპირ ეთერში.

            ღონისძიებები

            ესწრებით ან ატარებთ ღონისძიებას? თუ ასეა, თხოვეთ ერთ-ერთ თანამშრომელს რომ დასტრიმოს ეს. სანამ ზოგი ბრენდი ატარებს კონფერენციას, სხვები ესწრებიან პრეზენტაციებს, გამოსვლებს. შესაბამისად, სტრიმში შეიძლება გქონდეთ საინტერესო კადრები.

            სცენის მიღმა

            სცენის მიღმა სტრიმები აჩვენებენ მომხმარებელს ბიზნესის ინსაითს. ეს შეუძლებელი იყო წლების წინ. აჩვენეთ ოფისი ან გააცანით გუნდი. აუდიტორიას მოწონს რეალური ხალხის ყურება, რომლებიც ქმნიან კომპანიას.

            მომხმარებელთა მხარდაჭერა

            კითხვა/პასუხის მსგავსად, შეგიძლიათ მისცეთ სიტყვა ნებისმიერს, ვისაც ამ მომენტში აქვს პრობლემა პროდუქტებთან/მომსახურებასთან დაკავშირებით. იმის ნაცვლად, რომ მომხმარებლებმა ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით ისარგებლონ მხარდაჭერით, კვირაში ერთხელ გამართეთ ერთ საათიანი პირდაპირი ეთერი და უფრო ადვილი გახდება მომხმარებლების გაბედნიერება.

            რამოდენიმე რჩევა წარმატებული ლაივისთვის

            გვინდა მოგცეთ რამოდენიმე რჩევა ლაივ სტრიმის ჩატარებისთვის. სამწუხაროდ, ზოგმა კომპანიამ აღმოაჩინა ლაივის შესაძლებლობა, მაგრამ ვერ მიიღეს სასურველი შედეგი. წარუმატებლობის თავიდან აცილებისთვის,  გვაქვს რამოდენიმე საკვანძო რჩევა.

            ნუ დაგეგმავ ზედმეტად

            გახსოვდეთ, პირდაპირი ტრანსლაცია სრულიად განსხვავებულია დამონტაჟებული ვიდეოებისგან. სხვა სიტყვებით, თქვენი აუდიტორია არ ელის (და, ალბათ, არც კი სურს) სრულყოფას.  დღეს კომპანიებს ეშინიათ, რომ არასრულყოფილები გამოჩნდენენ, მიუხედავათ იმისა, რომ ეს შეიძლება წარმატების წინაპირობა იყოს. ნება მიეცით მაყურებელს დაინახონ, თუ ვინ ხართ სინამდვილეში. არ ვიძახით, რომ არ უნდა დაგეგმოთ სტრიმი, უბრალოდ ნუ დაგეგმავთ ყოველ წამს. განსაკუთრებით, უშუალოდ აუდიტორიასთან კომუნიკაციისას. მიეცით სტრიმს საშუალება თავად წარმართოს საკუთარი ცხოვრება.

            მოახდინეთ ინფორმირება

            რაც არ უნდა კარგი იყოს ლაივი, ძალისხმევა იქნება წყალში გადაყრილი, თუ თქვენი ყველაზე ერთგული გულშემატკივრები ვერ გაიგებენ ამის შესახებ. ამიტომ, ჩაწერეთ შეტყობინება თქვენს გვერდზე, გამოაგზავნეთ ელ. წერილი, შეახსენეთ სტრიმის თარიღი და დრო. აცნობეთ ლაივის შესახებ ყველა სოციალურ არხზე.

            იყავით მოქნილი

            იყავით მზად გაისროლოთ გეგმა ფანჯარაში, უბრალოდ, თუ ის არ მუშაობს. ხშირ შემთხვევაში, მაყურებლები მართავენ ეთერს თავისი კომენტარებით და კითხვებით. თუ ზედმეტად დეტალურად დაწერთ ვინ რა უნდა ელაპარაკოს მაუწყებლობის დროს, იგრძნობთ გადაჭარბებულ დაძაბულობას, ხოლო მაყურებელს ექნება შეგრძნება, რომ ზეპირად ისწავლეთ გამოსვლა. მაგალითად, თუ ატარებთ ექსკურსიას ოფისში და ბევრ მაყურებელს უჩნდება კითხვები კონკრეტულ ოთახთან დაკავშირებით, არ იფიქროთ, რომ უნდა წახვიდეთ სხვაგან, რადგან უნდა მიყვეთ გეგმას. იხუმრეთ აუდიტორიასთან და მიაწოდეთ ისეთი სტრიმი, რომელიც სურთ.

            გარისკე

            შეიძლება ჩანდეს რომ ეს ასე არ არის, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ. იმის მაგივრად, რომ იფიქროთ რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი მთლიანი კონტენტისთვის, გარისკეთ და ჩართეთ სხვებიც. იქნებიან ეს კოლეგები, მომწოდებლები, ინფლუენსერები, კლიენტები თუ სხვა დაინტერესებული პირები.

            აჩვენეთ ზრუნვა

            მნიშვნელოვანია ბრენდის აღქმის შეფასება. პირდაპირ უთქმელად, აჩვენეთ ხალხს ზრუნვა. მხარდაჭერის შეთავაზება და კითხვა/პასუხი დაგეხმარებათ ამაში. მოულოდნელად, აღმოჩნდება რომ თქვენ არ ხართ მხოლოდ კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც მხოლოდ თავისი თანხის მიღება უნდა.

            აჩვენეთ ღირებულება და მიეცით ბიძგი მოქმედებისკენ

            ლაივ სტრიმი კარგია, მაგრამ, სავარაუდოთ, გინდათ რომ მაყურებელმა იმოქმედოს ნახვის შემდეგ. თუ ასეა, სტრიმის დასრულებამდე მიეცით სწორი მიმართულება. განათავსეთ ლინკები პოსტის აღწერაში და დაეხმარეთ კონტაქტის დამყარებაში.

            გაერთეთ

            ბოლოს და ბოლოს იმხიარულეთ. თქვენ თუ ერთობით აუდიტორიაც გაერთობა. ნუ ჩაიგდებთ თავს ზეწოლის ქვეშ, ნუ გადააჭარბებთ. უბრალოდ, დააკვირდით ლაივის უპირატესობას და მიმართეთ საკუთარ აუდიტორიას.

            შეაფასეთ სტრიმი

            სტრიმი როცა დასრულდა, ეს არ ნიშნავს სამუშაოს დასრულებას. გაანალიზეთ და შეაფასეთ, რა გამოგივიდათ კარგად და სად დაუშვით შეცდომა. როგორ შეიძლებოდა კამერის სხვანაირად დაყენება ისე, რომ გამოსახულება ან ხმა უფრო მაღალი ხარისხის ყოფილიყო? რამდენად მომზადებული იყო სტუმარი ლაივისთვის?

ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ ლაივსტრიმინგის დანერგვაში. გისურვებთ წარმატებულ ლაივებს //LiveTag

ინგლისურად წყარო

ფორუმი & კონფერენციები პოსტერი

ფორუმი & კონფერენცია

რა მნიშვნელობა აქვს ფორუმის-კონფერენციის ლაივსტრიმიმგს

ნებისმიერი ტიპის საქმიანი ღონისძიებისთვის, იქნება ეს ფორუმი ან კონფერენცია, მნიშვნელოვანია პროფესიონალურად ორგანიზებული გაშუქება. ეს  ზრდის მონაწილეთა ინტერესს თემის მიმართ და ხელს უცყობს ორგანიზატორებს დაგეგმილი მიზნების მიღწევაში. გაშუქებაში იგულისხმება როგორც წინასწარ თემის გახურება, ასევე ღონისძიების პროცესში მუხტის გაზრდა და, შემდგომ, შემაჯამებელი ინფორმაციის გამოქყვეყნება ინტერესის შენარჩუნებისთვის.

პირველ ეტაპზე, თემის გახურების დროს, მნიშვნელოვანია თანმიმდევრულად სხვადასხვა ინფორმაციის გამოქვეყნება როგორც მედიაში, ასევე სოციალურ ქსელში. პოსტების გამოქვეყნების სიხშირე უნდა იზრდებოდეს კონფერენციის თარიღის მიახლოებისას. ამ ეტაპზე, წინასწარ დასამზადებელია გრაფიკული საინფორმაციო პოსტერები, ტექსტური აღწერა, ლინკები, ჰაშთაგები. ორგანიზატორებს არ უნდა დაენანოთ თუნდაც მცირე ბიუჯეტი ამ მასალის დაბუსტვისთვის.

ფორუმები & კონფერენციები

კონფერენციის მსვლელობისას მნიშვნელოვანია მუხტის გაზრდა. აქ მთავარია ინფორმაციის ოპერატიული გამოქვეყნება. ეს შეიძლება იყოს ორგანიზატორების მიერ გადაღებული ფოტოები, სელფები და ლაივსტრიმი. ხარისხიანად გაკეთებული ლაივი იზიდავს მონაწილეთა უფრო მეტ რაოდენობას. შეძლებთ გაუზიაროთ ლაივი მაყურებელს მთელ მზოფლიოში, გაზარდოთ აუდიტორია. ბევრ მსურველს, რომელსაც არ აქვს ფიზიკურად დასწრების საშუალება, შეუძლია უყუროს ღონისძიებას ეთერში, დასვას კითხვები კომენტარებში, მიიღოს მონაწილეობა გამოკითხვაში. კონფერენციის პროფესიონალური ლაივი ითვალისწინებს სინქრონულ თარგმანსაც, რომელიც შესაძლებელია იყოს გაშვებული ეთერში.

ღონისძიების დასრულებისას მნიშვნელოვანია ინტერესის შენარჩუნება. ამ ეტაპზე გამოგადგებათ შემაჯამებელი სიუჟეტი საინტერესო მომენტებით, ინტერვიუები და ხარისხიანი ფოტოები. შემაჯამებელი მასალა სასურველია რომ ქვეყნდებოდეს რაღაც პერიოდის განმავლობაში. თავიდან შეიძლება დაიდოს ფოტოკოლაჟი და სიუჟეტი მოგვიანებით, ან პირიქით.

აქვე იხილეთ: ლაივსტრიმის მნიშვნელობა ციფრული მარკეტინგისთვის